რეიტინგული ფოტო
 
"სააკაშვილს პირადი ჰოროსკოპი ია ფარულავას თხოვნით გავუკეთე“ - მიხეილ ცაგარელის თქმით, სააკაშვილმა გამოლოცვები ჩაიტარა
"სააკაშვილს პირადი ჰოროსკოპი ია ფარულავას თხოვნით გავუკეთე“ - მიხეილ ცაგარელის თქმით, სააკაშვილმა გამოლოცვები ჩაიტარა
17 ნოემბერი, 2017
მიხეილ ცაგარელის განცხადებით, სააკაშვილი 2019 წელს ძალიან გაძლიერდება - ამის შესახებ მან ინგა გრიგოლიას რეაქციაში ისაუბრა.

ცაგარელმა ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც სააკაშვილს პირადი ჰოროსკოპი შეუდგინა.

„ბატონი ნიკო ლეკიშვილი იყო აქტიურად დაინტერესებული პირადი ჰოროსპოკის შედგენით. სხვებს ეს არ აინტერსებდათ. ერთადერთი პოლიტიკოსი, ვისაც პირადი ჰოროსკოპი შევუდგინე, ეს გახლდათ მიხეილ სააკაშვილი. მაშინ ის პარლამენტის წევრიც კი არ გახლდათ.

ყოფილ პრეზიდენტს პირადი ჰოროსკოპი ია ფარულავას თხოვნით შევუდგინე. მაშინ ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, დამიჯერა, სერიოზული გამოლოცვები ჩაიტარა და ზუსტად სამ დღეში გახდა მაღალი თანამდებობის პირი. სანამ შეშინებული იყო სააკაშვილი, მანამდე აინტერესებდა ჰოროსკოპი,
შემდეგ აღარ შემოსულა ჩვენთან ეს თხოვნა“, - განაცხადა ასტროლოგმა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (1)
14:59 / 18-11-2017
ანა
ჯერ ერთი, რა გამოლოცვებზე ლაპარაკობს, ასტროლოგია ეს კაცი თუ მჩხიბავი? მეორეც, ასეც რომ იყოს, მინიმუმ არაეთიკურია, როცა შენს კლიენტებზე/პაციენტებზე საჯაროდ საუბრობ და მათ სახელებსა და გვარებს ასახელებ. ალბათ, კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ არაფერი სმენია
კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულად წაკითხვა