რეიტინგული ფოტო
 
კახა კალაძის სტილის ევოლუცია და უცნობი ფოტოები (+15 PHOTO)
კახა კალაძის სტილის ევოლუცია და უცნობი ფოტოები (+15 PHOTO)
22 ოქტომბერი, 2017
"ჩემი ჩაცმულობის მანერით საზოგადოებაში სიცილი გამოვიწვიე, მაგრამ ზუსტად ამაშია ჩემი წარმატების საიდუმლო. მე არ გამოვიყურები ისე, როგორც სხვები", - ეს სიტყვები კოკო შანელს ეკუთვნის, თუმცა, იყო დრო, როდესაც იგივე სიტყვებს, იგივე წარმატებით კახი კალაძეც იტყოდა, როდესაც ინტერნეტში მისი ფოტო გაჩნდა. ფოტოზე იმ დროს ჯერ კიდევ ფეხბურთელი და ბიზნესმენი კალაძე ქუსლიანი ფეხსაცმელითა და კლასიკურ კოსტიუმთან შეუხამებელ წითელ, თავისუფალი სტილის შარვალში ჩანდა.

დიახ, მაშინ კალაძეზე ბევრი იხუმრეს, ბევრი იქილიკეს, თუმცა მისი სტილი, ისევე როგორც მისი პოლიტიკური კარიერა არნახული სიჩქარით განვითარდა და დღეს კალაძე დახვეწილი ჩაცმულობით გამოირჩევა. ყოფილი ფეხბურთელი, ყოფილი ენერგეტიკის
მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი მალე თბილისის მერად მოგვევლინება - 21 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, კალაძე 51.6%-ით ლიდერობს.


იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
კატეგორიის სხვა სიახლეები