რეიტინგული ფოტო
 
"ბევრჯერ დალია წამლები და სცადა თვითმკვლელობა" - რას ჰყვება ლიკა ქავჟარაძის მეგობარი
"ბევრჯერ დალია წამლები და სცადა თვითმკვლელობა" - რას ჰყვება ლიკა ქავჟარაძის მეგობარი
11 ოქტომბერი, 2017
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. ლიკა ქავჟარაძემ საზოგადოებას თავი ფილმიდან "ნატვრის ხე" დაამახსოვრა. მის სილამაზეზე ლეგენდები დადის და ალბათ ეს ლეგენდები თაობებს გადაეცემა.

ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა არცერთ ქორწინებაში არ გაუმართლა. მას ჰყავს შვილი შვილიშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს.

რა გახდა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზი, ამის გარკვევას "რეიტინგი" მისი მეგობრებიდან შეეცადა. აღსანიშნავია, რომ ლიკა ქავჟარაძეს ბევრი მეგობარი არ ჰყავს. ის უფრო ჩაკეტილი და დეპრესიული ცხოვრებით ცხოვრობდა.

მის მიერ, მიცემულ ერთ-ერთ ბოლო
ინტერვიუში, რომელიც მასთან "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ჩაწერა ლიკა ქავჟარაძე, თავისი ცხოვრების გაუსაძლის პირობებზე წერდა: ჩემი ოჯახი ჩემი შვილია, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს.

ალბათ ბავშვობიდან მომყვება ეს სიყვარული. ადამიანს უნდა გქონდეს საშუალება, გაილამაზო ცხოვრება, მე კი ისე ვცხოვრობ გათვლილი მაქვს ყველაფერი - ჭამაზე, კომუნალურ გადასახადებზე და წამალზე. ჩემი მუდმივი შემოსავალი ივანიშვილის გადახდილი თანხაა. ეგ რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა.

27 ოქტომბერს დავით ოქიტაშვილის ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნა სურდა. როგორც მისმა მეგობარმა შოთა კალანდაძემ "ამბები.გე"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ლიკა ბოლო დროს ძალიან გალაღებული იყო და ვარსკვლავის გახსნა უხაროდა.
შსს-მ მსახიობის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

თვითმკვლელობას არც ლიკას მეგობრები გამორიცხავენ. როგორც მათ "რეიტინგთან" ანონიმურად საუბარში განაცხადეს, ლიკას არაერთხელ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, რისი მიზეზიც მისი პირადი გრძნობები იყო. "ბევრჯერ დალია წამლები და სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ გადავარჩინეთ. იყო რაღაც, რაზეც არ ვისაუბრებ. ბოლოს თითქოს კარგად იყო, აღარ იყო დეპრესიაში, მაგრამ ბოლო დღეებში ტელეფონს არ პასუხობდა..."-განუცხადა "რეიტინგს" მისმა მეგობარმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (3)
21:17 / 14-10-2017
პირიმზე
ძალიან დასანანია,,,,სილამაზის ეტალონად აღიარებული ქ -ნი,,თუმცა როდესაც ადამიანი შინაგანათ თავისთვის იკეტება და გარე სამყაროს არ ეჩვენება,უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორის მაჩვენებელია ეს ,,,დასანანია ესეთი გასაჩირი თუ ადგა და ვერ ეხმარებოდნენ ,,,დიდება მის სულს... ;( ;9
23:12 / 12-10-2017
მადონა
სჰემტვის უსნობი ადამიანი ბრზანდება . ვისი მსახიობი არის კარგი გამორისხული არის ტვიტ მკვლელობაა როგორს ვკიტხულობ გულის პრობლემა ტუ გქონდა უტია გულმა სჰემის აზრიტ ასე იქნება უფალი ფარავდეს მის სულს
00:28 / 12-10-2017
334
Esaa qveyana?! Wamlis puris puls zogavda da vigac daberil awyobil unicho " usulo arsebebs apiareben. Varskvlebs uwodeben da martla varskvlavebs ki ar vapasebt.))))
კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულად წაკითხვა