რეიტინგული ფოტო
 
გიორგი მარგველაშვილის პირადი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები
გიორგი მარგველაშვილის პირადი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები
24 ოქტომბერი, 2017
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პირადი ცხოვრება ყოველთვის საინტერესო იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა.

Rating
გიორგი მარგველაშვილის მეუღლე და ქვეყნის პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა საზოგადოებას განსაკუთრებულად უყვარს.
პირველი ლედი აქტიურად არის დაკავებული სხვადასხვა პროექტებით და განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე ზრუნავს.

გიორგი მარგველაშვილს და მაკა ჩიჩუას ერთი საერთო შვილი თემო ჰყავთ. პატარა თემო ძირითად დროს დედასთან ერთად ატარებს. მალე, უფრო სწორად კი თებერვალში თემოს ძმა გაუჩნდება, მაკა ჩიჩუა ორსულად არის.

მაკა ჩიჩუას გამოჩენამდე, პრეზიდენტი ორჯერ იყო ქორწინებაში.

Ratingმისი პირველი მეუღლე ანასტასია ვირსალაძე გახლდათ, რომელიც
საქართველოში არ ცხოვრობს. ანასტასია ვირსალაძე უმშვენიერესი ქალბატონია, მას და გიორგი მარგველაშვილს საერთო ქალიშვილი ჰყავთ. ანა მარგველაშვილი თბილისში მამასთან ერთად ცხოვრობს. ანასტასია ქალიშვილზე 16 წლით უფროსია და ერთად გადაღებულ ფოტოებზე, შეიძლება ვერც მიხვდეთ, რომ ისინი დედა-შვილი არიან.

Rating
პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა მეორედ იქორწინა. მისი მეუღლე ხათუნა აბაშიძე გახლდათ. ხათუნას და გიორგის ოჯახურმა თანაცხოვრებამ 9 წელი იარსება და შემდეგ დაშორდნენ. ხათუნა ლევან ყიფიანზე დაქორწინდა, გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუაზე.

როგორც ხათუნა ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერია, პრეზიდენტი ყოფილ ცოლს ძალიან დაეხმარა მაშინ, როცა ხათუნა აბაშიძის ვაჟს, გიორგის ქართველმა ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
კატეგორიის სხვა სიახლეები