28 ოქტომბერი, 2016
ირინა შეიკი ფეხმძიმედაა
ახალმა ფოტომ, რომელიც ირინა შეიკმა ინსტაგრამზე განათავსა აჟიოტაჟი გამოიწვია. მოდელს ფოტოზე დასათაურება არ გაუკეთებია, თუმცა მის თაყვანისმცემლებს ეჭვი აღარ აქვთ, რომ ირინა ფეხმძიმედაა. შეიკი ელეგანტურ, შავი ხავერდის კაბაში პოზირებს, ღრმა დეკოლტეთი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით.

პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალს წამოზრდილი მუცელი აშკარად ეტყობა, რაც სუპერმოდელის საინტერესო მდგომარეობაზე მეტყველებს.

ირინას თაყვანისმცემლები უკვე ულოცავენ ამ სასიხარულო ამბავს, თუმცა მათ შორის გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ მოდელი მორიგ ინტრიგას ხლართავს და უბრალოდ იხუმრა - საიდუმლო არავისთვისაა, რომ შეიკის
ფეხმძიმობის ამბავი ყვითელ პრესაში უსაფუძვლოდ არაერთხელ გავრცელდა.

მომავალი მამის მთავარ კანდიდატს, ბრედლი კუპერს ამ ამბის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მდაა
გაუბერია
17:09 / 31-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ფოტო რომ დადოთ არა?
10:37 / 31-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS