18 ოქტომბერი, 2016
წლების შემდეგ ალა პუგაჩოვა ამხელს, თუ ვინ არის სინამდვილეში ფილიპ კირკოროვი
კირკოროვთან განშორების, მრავალი წლის შემდეგ ალა პუგაჩოვა გამოტყდა, რომ ფილიპი მას არასდროს მოსწონდა. პრიმადონას ზოგადად არ იზიდავს მსგავსი ტიპის მამაკაცები - ნარცისები, პატივმოყვარე და საკუთარ თავზე შეყვარებულები.

პუგაჩოვა ამბობს, რომ ფილიპში მას არაფერი იზიდავს, თუმცა ცოლად მაინც გაჰყვა.

"რაზე ვფიქრობდი?" - ალა პუგაჩოვა საკუთარ თავს ეკითხება.

წყვილმა 10 წლიანი ქორწინებიდან ერთად მხოლოდ 1 წელი იცხოვრა და ეს სრულიად გასაგებია. საბოლოოდ დაშორდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ფილიპი ალას თავის მოკვლით ემუქრებოდა.

პუგაჩოვა ასევე აცხადებს, რომ ფილიპს უფროსი
შვილივით უყურებს და პოპის მეფე მისთვის ყოველთვის იყო ბავშვი და ბავშვად დარჩება.

ფილიპის ხმაურიანი განცხადებები, რომ მისი შვილები პუგაჩოვასა და გალკინის შვილებს დაუახლოვდნენ, პუგაჩოვას სულაც არ მოსწონს. მიუხედავად ამისა, კირკოროვი პუგაჩოვას ოჯახთან ახლო ურთიერთობას აგრძელებს, მისით ყოველთვის აღფრთოვანებულია და ალას მისთვის მთავარ ავტორიტეტად მიიჩნევს.

მაგ: მკაცრ დიეტაზე არტისტი მხოლოდ მაშინ დადგა, როცა ალამ მას უსაყვედურა.

პუგაჩოვა ამტკიცებს, რომ ფილიპის მსგავსი თავდასხმები მხოლოდ მისი პატივმოყვარეობის ამბავია და არა მის მიმართ სიყვარულისა.

ლეა ხიმშიაშვილი

ბეჭდვა