07 ოქტომბერი, 2016
რატომ ატარებს პატარა პრინცი ჯორჯი ყველგან და ყოველთვის შორტებს
ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის 3 წლის ვაჟი - კემბრიჯის პრინცი ჯორჯი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბავშვია. მის ნებისმიერ გამოჩენას უამრავი გამოხმაურება და ფოტოები მოჰყვება, რომლებსაც მთელი მსოფლიო აზიარებს.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ პატარა პრინცი შარვალში არასდროს ჩნდება. როგორც იტყვიან, ის საფენებიდან შორტებზე გადავიდა და სტილს მას შემდეგ არ ღალატობს.

საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთის არისტოკრატულ საზოგადოებაში არსებობს ასეთი ტრადიცია, რომლის მიხედვით პატარა, მოზარდ ბიჭუნებს შორტები უნდა ეცვათ. გარკვეულ ასაკამდე მაღალი ფენის წარმომადგენელი ბიჭებისთვის
მიუღებელია შარვლის ტარება.

"ეს სუფთა ინგლისური ტრადიციაა. შარვლის ტარება მხოლოდ მოზრდილ ბიჭებსა და მამაკაცებს შეუძლიათ, ამასთან შორტების ტარება ინგლისში სოციალური კლასის ერთ-ერთი მახასიათებელია. მიუხედავად იმისა, რომ დრო და გემოვნება იცვლება, პატარა ბიჭუნაზე შარვალი დღემდე მეორე კლასის აღმნიშვნელი და ძალიან მეშჩანურია. ამიტომ, არცერთი ღირსეული მონარქი ან არისტოკრატი არ ისურვებს მეშჩანურად გამოიყურებოდეს - კემბრიჯის ჰერცოგინიაც კი, მიუხედავად იმისა, რომ სამეფო სისხლის მატარებელი არ არის" - განმარტავს ეტიკეტის ექსპერტი უილიამ ჰენსონი.

ლეა ხიმშიაშვილი
RatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRating


ბეჭდვა