09 მაისი, 2013
რაიან გოსლინგი: ''ყველაზე მეტად სიგარეტის მოწევა გამიჭირდა''
ძალიან მომეწონა ბავშვი, რომელიც ჩემს შვილს თამაშობდა. თუ ყველა ბავშვი ასეთია, წინააღმდეგი არ ვიქნები! 16 აპრილს გამოვიდა ეკრანებზე ფილმი ''ადგილი ფიჭვების ქვეშ'', რომელშიც მთავარ როლს რაიან გოსლინგი თამაშობს, კანადელი მსახიობი და მუსიკოსი. მსახიობს პარტნიორობას უწევდა სექსუალური ევა მენდესი, რომელთანაც რაიანს რომანიც აქვს.

- გვიამბეთ თქვენი პერსონაჟის შესახებ ახალ ფილმში...
- ლიუკი ბაიკერთა ჯგუფის წევრია, რომლისგანაც ყველა სულელურ გამოხდომებს ელოდება, თუმცა სულით რომანტიკოსია და უამრავ მითს იგონებს საკუთარ თავზე. საკუთარ შვილთან შეხვედრა მის ცხოვრებას სრულიად ცვლის.
- როცა ამ პროექტზე თანხმდებოდით, ვარაუდობდით, რომ პროექტს წარმატება ელოდა?

- ამის გამოცნობა არ ვიცი. უბრალოდ, ვირჩევ იმ როლებს, რომლებიც შინაგანად შემესაბამება.
- ლიუკი რით არის თქვენთან ახლოს?
- ალბათ, მეც მაქვს მიდრეკილება, შევქმნა მითები და რეალობას გავექცე.
- ამ ფილმზე მუშაობისას თუ გქონდათ ურთიერთობა ნამდვილ დამნაშავეებთან?
- დიახ და ერთმა მათგანმა საინტერესო რამ მიამბო. თურმე, ბანკის თანამშრომლებს აქვთ განკარგულება, პირველი მოთხოვნისთანავე მისცენ ფული. ასე რომ, პისტოლეტებისა და მუქარის არავითარი აუცილებლობა არ არის. რა თქმა უნდა, შეიძლება იყვირო და ისროლო, მაგრამ სინამდვილეში საკმარისია თქვა: ''მომეცით, თუ შეიძლება, თქვენი მთელი ფული'' - და მათ ეს უნდა გააკეთონ.
- რა გაგიჭირდათ მეტად - მოტოციკლის მართვა თუ ბევრი მოწევა?
- ტარებაც არ იყო იოლი - არასდროს მქონია სპორტული მოდელი, მხოლოდ სტრიტ-ბაიკი მიმართავს. სიგარეტს კი ჩემი გმირი ჩაუქრობლად ეწეოდა... ამიტომ, ალბათ უფრო - მეორე.
- როგორ ვარჯიშობდით?
- რიკ მილერი მავარჯიშებდა - საუკეთესო მოტოკასკადიორი. სხვათა შორის, ბეტმენი მოტოციკლზე - სწორედ ის არის. ჩვენ ძალიან დავმეგობრდით.
Rating- ევა მენდესს გადაღებებამდეც იცნობდით. ამან იქონია გავლენა მუშაობაზე?
- საკმაოდ დადებითად, ჩვენი გმირებიც ხომ დიდი ხნის ნაცნობები არიან, ასე რომ, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. საერთოდ, როცა შენთვის ახლობელ ადამიანებთან მუშაობ, უფრო რთულია თამაში და ეს გაძლევს საშუალებას, საუკეთესო შედეგს მიაღწიო. გადასაღებ მოედანზე ბევრი დრო მიდის იმაზე, რომ ახალ პარტნიორს მოერგო.
- მამის როლის შემდეგ ხომ არ მოგინდათ საკუთარი შვილი?
- რა გითხრათ... ძალიან მომეწონა ბავშვი, რომელიც ჩემს შვილს თამაშობდა. თუ ყველა ბავშვი ასეთია, წინააღმდეგი არ ვიქნები!
Rating- მართალია, რომ ახლა საკუთარ ფილმზე მუშაობთ?
- დიახ. მას ჰქვია ''როგორ შევიპყროთ მონსტრი''.
- და, რა თქმა უნდა, თქვენ მთავარ როლში ხართ?
- არაფერი მსგავსი!
- აბა, ვინ მიიწვიეთ მთავარ როლებზე?
- კრისტინა ჰენდრიქსი, ევა მენდესი, მეტ სმიტი და ბენ მენდელსონი.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS