04 ოქტომბერი, 2016
ძიძა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინებაში ჩაერია - რას სთხოვს ის ანჯელინას
კრისან მორელი, რომელიც ოდესღაც ანჯელინა ჯოლის ძიძა იყო, მსახიობს პრესის საშუალებით ღია წერილით მიმართა. ის, ანჯელინას სთხოვს ბავშვები მამას არ დააშაროს და საკუთარი მძიმე ბავშვობა გაიხსენოს. ამის შესახებ გამომცემლობა Woman's Day -წერს.

მორელი მიიჩნევს, რომ ანჯელინა დედის, მარსელინის შეცდომას იმეორებს და ეს მათ შვილებს საშინელ მდგომარეობამდე მიიყვანს. საქმე იმაშია, რომ მარსელინი, იმდენად იყო საკუთარ ქმარსა და ანჯელინას მამაზე - ჯონ ვოიტზე გაბრაზებული, რომ ანჯელინასა და მის ძმას მამის წინააღმდეგ განაწყობდა და მათ ურთიერთობას ხელს უშლიდა. ახლა
კი ჯოლი, რომელიც ძალიან იყო დედას მიჯაჭვული, მის დამღუპველ შეცდომას იმეორებს.

"ამაზე საუბარი გავბედე, რადგან ანჯელინასა და მისი მშვილების მდგომარეობა ძალიან მაღელვებს. მინდა მივმართო მას: "გთხოვ, ბრედს მათი ცხოვრებიდან ნუ ამოშლი".

არ შეიძლება ბავშვები ქმართან კამათისას იარაღად გამოიყენო, როგორც ეს დედამისმა გააკეთა. სხვანაირად მის შვილებსაც ისეთივე მარტოსული და უბედური ბავშვობა ექნებათ, როგორიც ანჯელინას ჰქონდა. დედამისმა ხომ ვოიტს ვერაფრით აპატია და გული ძალიან სტკიოდა, როცა ანჯელინა მას მამამისს აგონებდა.." - განაცხადა კრისანმა.

რაც შეეხება პიტს, იმ მომენტიდან, როცა ჯოლიმ განქორწინება გადაწყვიტა, ბავშვების ნახვის უფლება აღარ ჰქონდა. ანჯელინა მას ხომ, კამათისას უფროს ნაშვილებ შვილზე, მედოკსზე ხელით შეხებას სდებდა ბრალს.

პიტს ბავშვების ნახვის უფლებას მხოლოდ კონსულტანტი-ფსიქოლოგის დანთასწრებით მისცემენ. თუმცა მათი შეხვედრა აქამდე არ შემდგარა.

ამ დრომდე, როგორც ბრედის მეგობრები საუბრობენ, ის ამტკიცებს და გამუდმებით განიცდის, ვერაფრით დაუჯერებია, რომ ეს ყველაფერი მას ნამდვილად დაემართა და კოშმარული სიზმარი არ არის.

პიტის ერთადერთი დამაწყნარებლები, მისი მშობლები არიან, რომლებსაც ის ყოველდღიურად ეკონტაქტება.

ლეა ხიმშიაშვილი

ბეჭდვა