30 სექტემბერი, 2016
პარკში მორბენალი ტომ ჰენკსი სხვის ქორწილში მოხვდა - ამ ამბავმა ინტერნეტი ააფეთქა
წყვილის ცხოვრებაში ქორწილი ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. რა შეიძლება იყოს იმაზე მშვენიერი, ვიდრე თქვენი სიყვარულის აღნიშვნა ყველაზე ახლო ადამიანების გარემოცვაში? ეს ალბათ თქვენს ქორწილში ტომ ჰენკსის სტუმრობაა.

ნიო-იორკის ცენტრალურ პარკში პატარძალ -ელიზაბეთსა და სასიძო-რაიანს ფოტოსესია ჰქონდა, როცა მოულოდნელად ტომ ჰენკსმა გვერდით ჩაირბინა - მსახიობი შეჩერდა, თავი წარუდგინა, ყველაფერი კარგი უსურვა და მათთან რამდენიმე ფოტოც გადაიღო.

"ფოტოსესია გვქონდა, როცა გვერდით მორბენალმა მამაკაცმა მოულოდნელად სირბილი შეანელა, მოგვიახლოვდა, კეპი
და სათვალე მოიხსნა და თქვა: "გამარჯობა, მე ტომ ჰენკსი ვარ" და სასიძოს ხელი ჩამოართვა" - ჰყვება ფოტოგრაფი.

შოკირებულმა ახალგაზრდებმა 60 წლის მსახიობი ხელისმოწერაზე მიიწვიეს, მაგრამ ტომმა უპასუხა, რომ უკვე დაკავებულია და გაიხუმრა - თუ რეესტრში რამე გადაიდება, "შემატყობინეთ".

მსახიობმა ახლადდაქორწინებულების სახელები თავად გაიგო, მათთან სელფი გადაიღო და იქვე ინსტაგრამზე, ტვიტერსა და ფეისბუქზეც ატვირთა.

ლეა ხიმშიაშვილი
RatingRatingRatingRating
ბეჭდვა