25 სექტემბერი, 2016
რას ყვება პიტების ძიძა ვარსკვლავური წყვილის ოჯახში არსებულ სიტუაციაზე
ჰოლივუდის ულამაზესი წყვილის შოკისმომგვრელი დაშორების შემდეგ, სასამართლოში ბრედ პიტის ბავშვების მიმართ სასტიკ დამოკიდებულებასაც განიხილავენ. ამ შემთხვევის შემდეგ, პიტების შვილების ძიძამ, ვარსკვლავურ ოჯახში არსებულ არაჯანსაღ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, პიტების სახლში დილიდან - ღამემდე სრული ქაოსი სუფევს, ბავშვები ძალიან დაუმორჩილებლები არიან. ძიძამ განსაკუთრებით უფროსი შვილების, მედოქსის და პაქსის საშინელ ხასიათზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ მათი ხასიათი წლიდან წლამდე უარესდება.

შტატებში წყვილს 6 ძიძა ჰყავდა - თითოეული თითო ბავშვისთვის. ეს იმისთვის, რომ ყოველი ბავშვის სურვილები
უფრო კარგად ყოფილიყო გაგებული. დროთა განმავლობაში, რთული სამუშაო გრაფიკის გამო, ძიძების რაოდენობა ორამდე დავიდა. დანარჩენ დროს ბავშვებთან ანჯელინას ძმა - ჯეიმსი ატარებდა, რომელსაც ენჯი ბოლომდე ენდობა და ყოველ თვე შემოსავლის 10 % -ს ურიცხავს ანგარიშზე. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS