20 სექტემბერი, 2016
სერიალის "დიდებული საუკუნე: ქოსემის რისხვა" მთავარი გმირის როლს ბერძენი მსახიობი ანასტასია ცილიმპიუ ასრულებს
სიერალის "დიდებული საუკუნე: ქოსემის რისხვა" ბოლო მონაცემებით, იტალიელი ხარჭის - ანასტასიას როლის შემსრულებელმა, ანასტასია ცილიმპიუმ სერიალზე მუშაობა დაასრულა.

ახალგაზრდა ბერძენი მსახიობი სერიალში, რომელიც "დიდებული საუკუნის" ღირსეული გაგრძელება იქნება, მთავარ როლს ასრულებს.

რაც შეეხება ანასტასია ცილიმპიუს ჰონორარს, ერთ სერიაში მსახიობს საკმაოდ დიდ თანხას, 30 ათას თურქულ ლირას უხდიდნენ.

მსგავს ანაზღაურებაზე ბევრი მსახიობი იოცნებებდა, თუმცა ანასტასია ცილიმპიუ სერიალის მხოლოდ პირველ სეზონში გვევლინება, რის შემდეგაც ესტაფეტას თურქ მეგა-ვარსკვლავს, ბერენ საათს უთმობს.

გთავაზობთ ანასტასია ცილიმპიუს მოკლე ბიოგრაფიას

ანასტასია ცილიმპიუ
ნაკლებად ცნობილი 18 წლის მსახიობია, წარმოშობით ბერძენი. დაბადებულია 12 ნოემბერს. 6 წლიდან მონაწილეობს სარეკლამო რგოლებში. თეატრის სცენაზე ანასტასია საკმაოდ ადრეულ ასაკში მოხვდა, როცა ცნობილი ამერიკელი მწერლის უილიამ გიბსონის პიესაში "ენი სელივანის სასწაული" მთავარ როლს ასრულებდა.

ძლიერმა ემოციურმა როლმა (ურთიერთობა მასწავლებელსა და ბრმა მოსწავლეს შორის) 8 წლის მსახიობის იშვიათი უნარები გამოავლინა. მაშინ გოგონამ როლი მიიღო ფილმში "ანგელოზის გული".

ანასტასია ცილიმპიუ სერიალის "დიდებული საუკუნე: ქოსემის რისხვა" მთავარ როლზე 17 წლის ასაკში დაამტკიცეს.
Rating
ამ როლისთვის მსახიობს ერთი წლის მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში ეძებდნენ, არჩევანი კი სწორედ ბერძენ ანასტასიაზე შეაჩერეს.

გადაღებების დროს ცილიმპიუ საცხოვრებლად სტამბულში გადავიდა, სადაც გაძლიერებულად სწავლობდა თურქულ ენას.

სერიალის პრემიერა 2015 წლის ნოემბერში შედგა. ანასტასია პირველი სერიიდან ჩნდება, თუმცა როგორც აღვნიშნეთ პირველი სეზონის დასრულების შემდეგ ესტაფეტას ბერენ საათს გადასცემს.

ანასტასია ცილიმპიუ მსახიობ მერიემ უზერლის შეცვლის, რომელიც ამჟამად სერიალის "დედოფლის სევდა" გადაღებებითაა დაკავებული.

ლეა ხიმშიაშვილი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
თიკა
მეშვიდე სერიიდან ანასტასია იცვლება ბერენ საატით ხოლო 31 სერიიდან ანუ მეორე სეზონიდან ნურგულ იეშელჩაი ასრულებს კოსემის როლს სადაც იგი უკვე დაახლოებით 40-45 წლისაა youtobe-ში ნახე თრეილერი რომ მერე აღარ გაგიჩნდეს კითხვა ვინ სად ბანაობს
13:30 / 03-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ჯესი
მეორე სეზონი ამ პარასკევს იწყება ბერენიც შეცვლილია უკვე
00:21 / 03-10-2016
გამოხმაურება / 0 /
თიკას
სად ბანაობ "შვილო"რა ნურგულ ეშელჩაი",რა უნდა აქ,საიდან მოიტანე? :D
20:03 / 02-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
ბერენ საატის გამო ვერ ვუყრებ ამ სერიალს,ძალიან უნიჭო ვინმეა,არანირი ემოცია, არანაირი ექსპრესია -სახეზე, ეს ანასტასია,უმანკოებას მაინც თამაშობდა კარგად! მერიემის მერე -უნიჭო ბერენ საატით გააფუჭო სერიალი-დიდი შეცდომაა!
20:01 / 02-10-2016
გამოხმაურება / 0 /
თიკა
ამ გოგოზე რომ იტყვი კატასტროფააო ან ბრმა ხარ ან ბოღმიანი მე მოვრჩი პირველ სეზონს და ახლა მეორეს ველოდები სადაც როლს უკვე ნურგულ იეშელჩაი ასრულებს წინა სერიალთან შედარებაც არ შეიძლება ეს ბევრად უფრო დახვეწილია ყველა ასპექტში სიუჟეტი მსახიობები კოსტიუმები და ა.შ უბრალოდ ხალხი მიეჩვია წინას ესაა და ეს. თორემ ჰიურემი კოსემს ვერც შეედრება ვერენაირად ამას ისტორიაც ამბობს და სერიალიც
12:22 / 02-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS