19 სექტემბერი, 2016
მაქსიმ გალკინისა და ალა პუგაჩოვა შვილებს 3 წელი შეუსრულდათ - იხილეთ ფოტოები და მილოცვები ორბაკაიტესა და კირკოროვისგან
ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის შვილებს, ჰარისა და ლიზას 18 სექტემბერს 3 წელი შეუსრულდათ.

დაბადების დღის აღსანიშნავად, მომღერლისა და მსახიობის ინსტაგრამ გვერდზე ტყუპების ფოტოები განთავსდა, გულთბილი მოლოცვებით.
Rating
ბავშვებს მიულოცა ქრისტინა ორბაკაიტემ. სოციალურ ქსელში მომღერალმაც ატვირთა ჰარისა და ლიზას ფოტოები, წარწერით: "დაბადების დღეს გილოცავთ, ჩემო ტკბილო ჰარი და ლიზაჩკა! უბრალოდ, იყავით ბედნიერები!"


Rating
ბავშვებს დაბადების დღე მიულოცა ფილიპ კირკოროვმაც და ასევე გააზიარა ფოტო, რომელზეც ტყუპები მის შვილებთან ერთად არიან.

Rating

























"ჰარი და ლიზა გალკინ-პოგაჩოვებს ვულოცავთ ალლა-ვიქტორია და მარტინ
კირკოროვებისგან. გაჩაღდა ბავშვების დღესასწაული.

ბედნიერებაა ხედავდე, როგორ იზრდებიან ჩვენი შვილები. ღმერთმა ბედნიერად და რაც მთავარია ჯანმრთელად ამყოფოს ისინი" - წერს კირკოროვი.



შეგახსენებთ, რომ ჰარი და ლიზა 2013 წლის 18 სექტემბერს გაჩნდნენ. ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს ტყუპები სუროგატმა დედამ გაუჩინა.

ლეა ხიმშიაშვილი
RatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნიანია
რა ლამაზი ბავშვები ყავს ალაიას?!გაუზარდოს ღმერთმა!
21:27 / 20-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS