18 სექტემბერი, 2016
60 წლის მელ გიბსონი მეცხრე შვილს ელოდება
ჰოლივუდში ასაკიანი მამების ბუმია - მიკ ჯაგერის შემდეგ პენსიონერ მამობას 60 წლის მელ გიბსონიც აპირებს.

მეცხრე შვილს მას 26 წლის როზალინდ როსი გაუჩენს. გოგონასთვის ეს პირველი შვილი იქნება.

წყვილი ერთმანეთს ორი წელია ხვდება. საინტერესო ფაქტია, რომ როზალინდი ყოფილი ცხენოსანი და მელის უფროს შვილზე 10 წლით უმცროსია.

შეგახსენებთ, რომ მსახიობს ყოფილი ცოლისგან - რობინ მურისგან 7 შვილი ჰყავს, ასევე ქალიშვილი ჰყავს აქსანა გრიგორევასგან.

როგორც ცნობილია, ბავშვი 2017 წლის დასაწყისში დაიბადება.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
?????
რომელია?
00:37 / 20-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
60 წლის კვალობაზე შესანიშნავად გამოიყურება.
22:36 / 19-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ლილი
როგორ დაბერებულა ჩვენი გიფსონი.
21:12 / 18-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS