16 სექტემბერი, 2016
მაიკლ ჯექსონის 18 წლის ქალიშვილი ბოიფრენდთან ერთად თამამ ფოტოსესიაში გადაიღეს
პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის 18 წლის ქალიშვილი ბოიფრენდთან ერთად თამამი პოტოსესიით გამოჩნდა.

გოგონამ ფოტოები ინსტაგრამზე განათვსა.

პერისისა და მისი ბოიფრენდის ფოტოსესიისთვის შეირჩა აგრესიული სტილი. პერისის შეყვარებული როკ-ჯგუფის, შტრეეტ Dრუმ ჩორპს-ის დრამერი - მაიკლ სნოდია.

ახალგაზრდები ფოტოგრაფმა, ტროი ჯენსონმა გადაიღო.

ფოტოსესია საკმაოდ თამამი და პროვოკაციული გამოვიდა. პერისმა როკერი ლამაზმანის როლი მოირგო, ნათელი მაკიაჟითა და შავი პომადით, მაიკლს კი სრულად გაშიშვლება მოუხდა.

ფოტოგრაფის თქმით პერისი და მაიკლი, გადაღებებისას თავს ძალიან თავისუფლად გრძნობდნენ.

"როცა ვიღებდით კადრს, რომელშიც პერისი
წითელ კაბაში, ტყავის პიჯაკითა და შავი პომადითაა, ისინი ჭკუიდან შეიშალნენ. მოკლედ, მაიკლს შავი პომადა მთელს სახეზე მოედო, ყურებზეც კი. 5-6 კადრის შემდეგ შესვენება მოგვიხდა, რომ კოცნის კვალი დაგვეფარა. ერთმანეთს კოცნიდნენ, კბენდნენ, ეფერებოდნენ, მე კი უბრალოდ ფოტოაპარატს ვაწკაპუნებდი" - ჰყვება ტროი.

ცნობილია, რომ შეყვარებულები უკვე ნახევარ წელზე მეტია რაც ერთად არიან და ცალკე გადასვლაც მოასწრეს - ახლა წყვილი, მაიკლ სნოდის მამის ძველ სახლში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.

ლეა ხიმშიაშვილი

RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS