14 სექტემბერი, 2016
ვერა ბრეჟნევა კონსტანტინე მელაძესთან თანაცხოვრების დეტალებზე პირველად ალაპარაკდა
თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც რუსეთში მოღვაწე ძალიან პოპულარული მომღერალი ვერა ბრეჟნევა და გავლენიანი პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე დაქორწინდნენ, მათი ოჯახური თანაცხოვრების შესახებ კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

წყვილმა გასული წლის ოქტომბერში, საიდუმლოდ იქორწინა. ცერემონია იტალიური ტოსკანას ახლოს, ერთ სასიამოვნო აგარაკზე, ფორტე-დეი-მარმიში გაიმართა.

მელაძე და ბრეჟნევა რომანს დიდხან მალავდნენ. ოფიციალურ ქორწინებაზე მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ ალაპარაკდნენ და სიყვარულის ისტორიაზეც საკმაოდ მოკრძალებულად ისაუბრეს.
Rating

ერთი წელი დასჭირდა თავად ვერა ბრეჟნევას, რომ კონსტანტინე მელაძესთან ოჯახურ ცხოვრებაზე ესაუბრა:

"რაც
შეეხება კონსტანტინეს, ის ჩემთვის დიდი ავტორიტეტია. მას აქვს გამოცდილება, სიბრძნე, პროფესიონალიზმი, მის აზრს, ყოველგვარი განხილვის გარეშე ვიღებ.

ყველაფერში, რაც სამსახურს შეეხება, უსიტყვოდ და ბოლომდე ვენდობი, როგორც იტყვიან შემიძლია თვალდახუჭული მივყვე. ვფიქრობ, ეს ძალიან ბუნებრივია - დარჩე ყოველთვის ქალად - მე ვუსმენ და ვემორჩილები".

მელაძე როგორც სამსახურში, ისე ქორწინებაშიც, მხარს უჭერს ბრეჟნევას, მაგრამ საკმარის თავისუფლებას აძლევს იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თავად მიიღოს.

ახლა "ვია გრას" ყოფილი სოლისტი, სოლო კონცერტისთვის ემზადება.

ვერა ამბობს, რომ კონცერტისთვის ბევრს სამზადისს დამოუკიდებლად ართმევს თავს. მომღერალი ორგანიზატორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, იგონებს და ახორციელებს ახალ იდეებს, აკონტროლებს დავალების შესრულებს და ბევრ სხვა საქმეს.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნათია
მიყვარხაართ
23:53 / 14-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS