13 სექტემბერი, 2016
"მის უკრაინა 2013" იტალიელ მილიონერ ქმარს აშშ-ში გაექცა
სილამაზის კონკურსის, "მის უკრაინა 2013"-ის გამარჯვებულის, ანნა ზაიაჩკოვსკას ცხოვრება ბოლო დროს განხილვის თემა გახდა. მოდელი იტალიელ მილიონერ ქმარს ამერიკაში გაექცა.

ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში გოგონა სახლიდან გავიდა, ქმარს კი უთხრა, რომ სასეირნოდ მიდიოდა. თუმცა ანნა სახლში არ დაბრუნებულა. მაშინ, მეუღლემ, ჯანლუკა ჩერვავამ პოლიციას ცოლის დაკარგვის ამბავი შეატყობინა.
Rating

რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ გოგონა აშშ-ი იმყოფებოდა. ინსტაგრამზე გამოჩნდა ფოტო, სადაც ანნა უცნობ მამაკაცთან ერთადაა.
Rating
ანნამ სახლიდან წაიღო მეუღლის მობილური ტელეფონი, დოკუმენტები და სეიფიდან 6 ათასი ევრო. წასვლისას
გოგონამ დედამთილს შეტყობინებაც დაუტოვა: " შენს შვილს გვერდიდან არ მოშორდე. ის ანგელოზია. ნუ დატოვებ და ნუ მიატოვებ მას".

ამ დროისთვის გოგონას კომენტარი არ გაუკეთებია, მისმა მეუღლემ კი კვლავ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ჯანლუკა ანნას სასამართლოში უჩივის, საქორწინო კონტრაქტის დარღვევის გამო.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
ბეჭდვა