11 სექტემბერი, 2016
ტარკანის ცოლი პირველად გამოჩნდა პლასტიკური ოპერაციების შემდეგ და ქმრის ხასიათზე ალაპარაკდა
თურქული შოუ-ბიზნესის სუპერ ვარსკვლავის, ტარკანის ცოლმა, პინერ დილეკმა ქორწინების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა. ქორწილი 2016 წლის გაზაფხულზე შედგა.

როგორც მედია საშუალებები იუწყებიან, პინარ დილეკი ტარკანის ერთ-ერთ კონცერტზე იმყოფებოდა, სადაც თურქ ჟურნალისტებს შეხვდა.

პინერმა განაცხადა: "ჩვენს ქორწილზე ბევრი ამბობს, რომ მოულოდნელობა იყო, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. ტარკანს 5 წელია ვიცნობ. ჩვენი ქორწინება ორხმრივი სიყვარულის შედეგი გახლდათ".

დილეკი ჟურნალისტებს ასევე მოუყვა, თუ როგორია მისი ქმარი ოჯახურ ცხოვრებაში: "ის ძალიან უშუალო, მოკრძალებული და დაფიქრებული ადამიანია. არასდროს თამაშობს,
როგორიცაა ტარკანი სცენაზე, ასეთივეა სახლშიც".

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი ქმრის კონცერტზე გამოჩენა პინერისთვის პირველი იყო, ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდგომ, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიკეთა.

გთავაზობთ პინარ დილეკის ფოტოებს, პლასტიკურ ოპერაციამდე და მის შემდგომ.

ლეა ხიმშიაშვილი

RatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS