06 სექტემბერი, 2016
უცნობი ამბები ივან ურგანტის ქართველი ცოლის ყოფილ ქმარზე - ვინ არის ბიზნესმენი თემურ კუტალია
გთავაზობთ სტატიას, სადაც გაიგებთ ვის მიუძღვნა ნატალია კიკნაძემ 10 წელი და ვისგან ჰყავს ორი შვილი, ვიდრე ცოლად ცნობილ ტელეწამყვანს გაჰყვებოდა.

მომხიბვლელი და ქალური ღირსებებით დაჯილდოვებული ნატალია კიკნაძის მეორე ქმარი ყველასთვის ცნობილი ივან ურგანტია. თუმცა მისი პირველი ქმრის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.

პრესაში ნატალიას პირველ მეუღლეს მოიხსენიებენ ხან თემურ, ხან ვახტანგ კუტალიათი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის, აფხაზეთში საკუთარ სამშობლოში იყო დაკრძალული. თუმცა ეს ინფორმაცია არასწორია, ის ცოცხალია, ჯანმრთელი და პეტერბურგში ცხოვრობს.

ნატალია, ცნობილი პეტერბურგელი იუველირის, ავთანდილ
კიკნაძის ოჯახში გაიზარდა. ნატაშა, ივან ურგანტთან ერთად პრესტიჟულ გიმნაზიაში სწავლობდა. მათ შორის გრძნობები კი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გაღვივდა.

სკოლის დასრულების შემდეგ ნატალიამ მაშინვე გაიცნო, მასზე 10 წლით უფროსი მამაკაცი - თეიმურაზ კუტალია.

Rating
გათხოვებიდან მალევე, 19 წლის ასაკში, ნატალიამ თეიმურაზს ვაჟი, ნიკო გაუჩინა. სამი წლის შემდეგ, 2000 წელს, ახალგაზრდა წყვილს ქალიშვილი - ერიკა შეეძინა.

თუმცა, მიუხედავად ორი შვილისა, თეიმურაზსა და ნატალია ბედნიერი ერთობლივი ცხოვრება არ ეწერათ. 10 წლიანი ქორწინების შემდეგ, კიკნაძემ ქმარი მიატოვა და ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.


ახლა, ერიკა კუტალია ლონდონში სწავლობს და სხვადასხვა ჟურნალები, ივან ურგანტის გერთან ინტერვიუს აღებას გამუდმებით ცდილობენ. თეიმურაზისა და ნატალის უფროსი ვაჟი, მამასთან ერთად - სანკ-პეტერბურგში ცხოვრობს. ის გატაცებულია ჩოგბურთით.
Rating

ნიკოს დასთან კარგი ურთიერთობა აქვს და ერთად ხშირად მოგზაურობენ. და-ძმა საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს.

თეიმურაზ კუტალია ბიზნესითაა დაკავებული. ნატალი კიკნაძის ყოფილი ქმარი კომპანიის "Остров" მმართველია. კომპანია სპორტული ობიექტების მშენებლობას ეწევა. არც თავად თეიმურაზ კუტალიაა სპორტის მიმართ გულგრილი. გასულ წელს, მან ველომარათონში "7 озер" 232 ნომრით მიიღო მონაწილეობა. კუტალიამ 30-ე ადგილი დაიკავა.
Rating
ივან ურგანტის ცოლის ყოფილი ქმრის პირად ცხოვრებაში ყველაფერი უწინდებურად მშვენივრადაა. თეიმურაზი მეორე ქორწინებაში ბედნიერია. მისი რჩეული მარია საფიულინა გახდა. მეორე ცოლთან ერთად, თეიმურაზი მეორე ვაჟს ზრდის.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS