06 სექტემბერი, 2016
60 წლის მელ გიბსონმა ვენეციის კინოფესტივალზე არასასიამოვნო ჩაცმულობით ყველა გააოცა
60 წლის მელ გიბსონი ვენეციის კინოფესტივალზე სქელი, ჭაღარა წვერითა და კარგად გაოფლიანებული გამოჩნდა, რამაც მაყურებელზე კარგი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

წვერი მსახიობს აშკარად ჰმატებდა ასაკს. მან კინოფესტივალზე საკუთარი ფილმი წარადგინა, რომელშიც რეჟისორის ამპლუა მოირგო.

37E6C17500000578-0-image-a-54_1473001189252

სურათი ნამდვილ ამბავზეა აგებული და ვითარება მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება. ისტორია აშშ-ს სამხედრო ექიმს ეხება, რომელმაც ადამიანების მოკვლაზე უარი თქვა და სანაცვლოდ 75 კაცი გადაარჩინა.

37E6CB2700000578-0-image-a-59_1473003710383

გარდა ამისა, მელ გიბსონმა დაადასტურა, რომ 2004 წელს გადაღებული ფილმის "ქრისტეს ვნებანი" გაგრძელებაზე მუშაობს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS