01 სექტემბერი, 2016
სინდი კროუფორდის 14 წლის ქალიშვილი, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგონად დასახელდა
ცნობილი სუპერმოდელი, სინდი კროუფორდი თავის დროზე ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე 16 წლის ასაკში გამოჩნდა. სინდის ქალიშვილს, კაია გერბერს კი ეს პატივი 14 წლის ასაკში ერგო.

რა თქმა უნდა, გოგონას ვარსკვლავი დედის დახმარება დასჭირდა, სხვაგვარად დიდ პოდიუმზე გზის გაკვალვა დამოუკიდებლად მოუხდებოდა.

Rating


კაიამ დედისგან მემკვიდრეობით თითქმის ყველაფერი მიიღო, თუმცა გოგონას მამაც ყოფილი მანეკენი - 54 წლის რანდე გერბერია.

გამომცემლობა POP magazine -მა კაია მსოფლიოში ყველაზე ლამაზად გოგონადაც დაასახელა.

გარდა ამისა, სინდის უფროსი ვაჟი - 16 წლის პრესლი, ასევე პოზირებდა
ცნობილი ბრენდებისთვის, მოდელის სტატუსით.

ლეა ხიმშიაშვილი
RatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS