27 აგვისტო, 2016
ადრიანო ჩელენტანომ და კლაუდია მორიმ ოქროს ქორწინების წლისთავი აღნიშნეს - ღალატი ორნელა მუტისთან და შენარჩუნებული ოჯახი
ადრიანო ჩელენტანო და კლაუდია მორი იტალიაში ყველაზე ლამაზი და განხილვადი წყვილია. მათი ქორწინებიდან უკვე 50 წელი გავიდა და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან თაყვანისმცემელთა დიდ ყურადღებას კვლავ იქცევენ.

დღეს, მიუხედავად ამდენი წლის გასვლისა, ადრიანოსა და კლაუდიას ერთმანეთის მიმართ ძველებურად თბილი დამოკიდებულება აქვთ და უზომოდ ბედნიერები არიან. გრძნობები კარგად არის აღნეჭდილი მოცემულ სურათებშიც.

როცა ისინი ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე, 1963 წელს პირველად შეხვდნენ, კლაუდია ადრიანოთი არ დაინტერესებულა. ქალს მსახობის ქცევები ზედმეტად ეპატაჟური ეჩვენა.

გულგრილობამ ადრიანოს მეტი მოტივაცია მისცა და
ლამაზმანის ყურადღების დამსახურებას შეეცადა. მცდელობა ბევრი იყო, გოგონა კი კვლავ ძალიან ცივი და უკარება. შემდეგ ბედისწერა ჩაერია. კლაუდიას დაუდევრობის გამო, გადასაღებ მოედანზე პლაფონი გატყდა, ნამსხვრევებმა ადრიანოს სახე დაუსერა. გოგონამ ადრიანოსთან ბოდიშის მოსახდელად მიირბინა და სასიყვარულო რომანიც მაშინ დაიწყო.

თავიდან კლაუდია შეყვარებულს ხანგრძლივი ურთიერთობისთვის ზედმეტად არასერიოზულ მამაკაცად მიიჩნევდა. მან აზრი მაშინ შეიცვალა, როცა ტემპერამენტიანმა იტალიელმა, სიყვარული საკუთარ კონცერტზე, რომანტიკული ბალადის შესრულების შემდეგ აუხსნა.

ორიგინალურმა ახალგაზრდა წყვილმა, სასიყვარულო ურთიერთობა ღამის 3 საათზე დააკანონა, რათა შემაწუხებელ პაპარაცებს დიდი ხნის ნანატრი მომენტი არ გაეფუჭებინათ. მას შემდეგ წყვილმა ერთად უკვე ნახევარი საუკუნე განვლო და ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ.

ჯერ კიდევ ოჯახური ცხოვრების დასაწყისში, კლაუდიამ ბრძნული ქალური გადაწყვეტილება მიიღო. მან მეტი დრო დუთმო ოჯახს, ბავშვებსა და ქმრის საქმიანობას, ვიდრე საკუთარ კარიერას. ცოლი ადრიანოს სამსახურშიც ეხმარებოდა, ადმინისტრატორისა და იმიჯმეიკერის პოზიცია მოირგო. მსახიობი საკუთარ წარმატებასა და მრავალ ნომინაციაში გამარჯვებას, სწორედ კლაუდიას უმადლის.

წყვილმა უამრავი რთული ცხოვრებისეული გამოცდა გადალახა. ჩელენტანომ ვერ შეძლო ერთგული მეუღლე ყოფილიყო, მისი რომანი ორნელა მუტისთან კი ნამდვილი სკანდალი გახდა. კლაუდიამ ქმარს ღალატი აპატია და ოჯახში დაბრუნების უფლება მისცა. როცა მას ეკითხებიან, თუ რატომ უყვარს ადრიანო, ის პასუხობს, რომ ცხოვრებაში უფრო საინტერესო ადამიანს არასდროს შეხვედრია.

ახლა მეუღლეები მილანთან ახლოს, ერთ მყუდრო სახლში ცხოვრობენ. სახლის შესასვლელში კლაუდიას ქანდაკება დგას, საიდანაც პატარა წყლის შადრევანი მოედინება. ჩელენტანო და მორი კარჩაკეტილ ცხოვრებას არჩევენ და ხმაურიან წვეულებებს ერიდებიან.

ადრეანო ჩელენტანოსა და კლაუდია მორის სიყვარულის ისტორია გვასწავლის, თუ როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი არჩევანისთვის და ერთობლივი ცხოვრება ააგო. მათი ოჯახური სირთულეები, ამ სიყვარულს მხოლოდ მეტ დამაჯერებლობას ჰმატებს, რადგან იდეალური ურთიერთობები ბუნებაში არ არსებობს. თუმცა ქალის სიბრძნესა და მამაკაცის სიყვარულს ყველა ტყუილზე გამარჯვება შეუძლია და რაც მისია, ამისთვის მთელს სამყაროს შეებრძოლება.

ლეა ხიმშიაშვილი
RatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
როგორც ერთ კარგ ფილმში ამბობს გმირი
ვერ ვიტან იტალიას, სუფთა თუქეთია უბრალოდ კიდევ უფრო მეტი პრეტენზიით კულტურასა და ევროპელობაზე, რაც სულაც არ გააჩნიათო.. რას გვანან ჯვარჩამოკიდებული ახლადმონათლული ქრისტიანობას დახამებული ერითრიელებივით რომ არიან. ვაჰ, საქართველოვ როგორი პროპაგანდით გიწამლავენ ერს და თან რა ინფორმაციულ ვაკუუმში გიკეთებენ ამას!!
01:31 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS