27 აგვისტო, 2016
პაპარაცებმა ბურაქ ოზჩივიტი საყვარელთან ერთად გამოიჭირეს - რა განცხადებას აკეთებს მსახიობი
თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი, ბურაქ ოზჩივიტი საცოლეს, მსახიობსა და მოდელს, ფაჰრიე ევჯენს, უცნობ 20 წლის გოგონასთან ღალატობს.

ერთ-ერთი თურქული საიტი აქვეყნებს ფოტოს, სადაც ბურაქი დასახელებულ გოგონასთან ერთად იახტაზეა და ეხუტება. შემდეგ მასთან ერთად ზღვაზე გაისეირნა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს მაშინ მოხდა, როცა ფაჰრიე ახალი მოდური ბრენდის რეკლამის გადაღებებზე იმყოფებოდა, რომლის სახე ის ცოტა ხნის წინ გახდა.

ფაჰრიე ევჯენს ამ სკანდალზე არავითარი განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ბურაქ ოზჩივიტმა თურქულ სააგენტოებს ინსტაგრამის საშუალებით მიმართა:

"ეს
ჩემი დაა, რომელიც ჩემთვის ყველაფერია ამ ცხოვრებაში, ის ჩემი სულია. როგორც მინდა, ისე ვეფერები მას. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ვიდრე რაიმე სიახლეს დაწერთ, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ" - აღნიშნა ბურაქმა, დასთან ერთად გადაღებულ სელფთან ერთად, რომელიც თურქულმა მედიამ, მის საყვარლად გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ბურაქი და ფაჰრიე თურქული კინოს ყველაზე ლამაზ წყვილად აღიარეს - შეყვარებულები დაქორწინებას 2017 წლის ზაფხულში გეგმავენ.

ლეა ხიმშიაშვილი

RatingRating
ბეჭდვა