26 აგვისტო, 2016
ირინა შეიკის აღსარება და სრული სიშიშვლე - "14 წლის ასაკში მარჯვენა ხელსაც მოვიკვეთდი იმისთვის, რომ ბიჭი გავმხდარიყავი"
სუპერმოდელი ირინა შეიკი საკმაოდ თამამ ფოტოსესიაში გადაიღეს. 30 წლის ირინა სრულიად შიშველი პოზირებდა მამაკაცის ჟურნალის GQ იტალიური ვერსიისთვის.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გადასაღებ მოედანზე გადაღებული პროვოკაციული ფოტოსურათები გამოჩნდა. ფოტოსესიის ავტორი მარიო სორენტი გახლავთ.

ბრედლი კუპერის საცოლე ინტერვიუში გამოტყდა: "მე პატარა ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. ცხოვრებით კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ. 14 წლის ასაკში მარჯვენა ხელსაც მოვიკვეთდი იმისთვის, რომ ბიჭი გავმხდარიყავი. მაშინ მეჩვენებოდა, რომ საშინლად გამოვიყურებოდი და მომხიბვლელად არავინ არასდროს მიმიჩნევდა".

ლეა ხიმშიაშვილი
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS