13 აგვისტო, 2016
შეიხა მოზა -არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალი ჰიჯაბის გარეშე
შეიხა მოზა ქალია, რომელმაც მოდაზე აღმოსავლეთის შეხედულება შეცვალა. ქმარმა მეორე ცოლს არა მარტო ჩადრის გახდის უფლება, არამედ მთავრობის საქმეებში ჩარევის ნებაც დართო.

შეიხა მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი, ყატარის ემირის შეიხ ჰამადა ბენ კალიფა-ალ-ტანის სამი ცოლიდან რიგით მეორეა, 7 შვილის დედა და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მოდური პირველი ლედი, ასევე, რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

Rating

მისი ცხოვრების ისტორია, აღმოსავლურ ზღაპარს ჰგავს. მოზა ყატარელი ბიზნესმენის ქალიშვილია. 18 წლის ასაკში გოგონას გაუმართლა და ყატარის ტახტის
მემკვიდრე, პრინცი გაიცნო, თუმცა მასზე დაქორწინებას არ ჩქარობდა. ჯერ ყატარის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სტაჟირება პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტებში გაიარა, შემდეგ კი გათხოვდა. მოზამ ოჯახური ცხოვრების პირველი წლები შვილებს დაუთმო. მაშინ არც ყატარი იყო ისეთი გავლენიანი სახელმწიფო არაბულ სამყაროში, როგორიც დღეს გახლავთ.

სიტუაცია 1995 წელს შეიცვალა, როცა მოზის მეუღლემ საკუთარი მამა დაამხო და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა. ახალმა ემირმა მსოფლიოს მისი მეორე ცოლი - ლამაზი და განათლებული მოზა წარუდგინა.
Rating
შეიხა მოზა ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო პროგრამებს ზედამხედველობდა და საზოგადოებაში მსოფლიოს წამყვანი სახლების შეუდარებელ სამოსში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა. ატარებს კაბებსა და შარვლებს.
Rating
შეიხა მოზა სამთავრობო და საერთაშორისო პოზიციებს იკავებს - სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში მმართველთა ცოლებს მსგავს ამპლუაში იშვიათად იხილავთ.

ის ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდს მართავს; ოჯახურ საკითხებში უზენაესი საბჭოს პრეზიდენტია; ასევე განათლების უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი; იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელი.
RatingRating
მან შექმნა არაბული დემოკრატიული ფონდი, სადაც პირველი შენატანი, 10 მილიონი დოლარი მისი ქმრისგან იყო.

შეიხა მოზას ვირჯინიის თანამეგობრობის, ტეხასის A&M, კარნეგი-მელონის და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტებსა და ლონდონის იმპერიულ კოლეჯში საპატიო დოქტორის წოდება აქვს.

მოზა 57 წლისაა და შესანიშნავად გამოიყურება. ზოგიერთი ინფორმაციით მან 12 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რისთვისაც 2 მილიონი დოლარი დახარჯა. ვისაც შეიხას ფონდთან კავშირი ჰქონდა, აღფრთოვანებულია მისი შრომისმოყვარეობით, მიზანდასუხლობით, შეუპოვრობითა და გავლენით, თქვენ წარმოიდგინეთ ფემინიზმითაც.

მოზა მეუღლეს ყველა ოფიციალურ ვიზიტზე, რომელიც პირველი ლედის ყოფნასაც მოითხოვს, თან ახლდა.
Rating
შეიხ ჰამადის მემკვიდრე სწორედ მოზას 5 ვაჟიშვილიდან ერთ-ერთი გახდა. ეს აღსანიშნავი ფაქტი ქალის პორტრეტს ნათლად წარმოაჩენს, რადგან შეიხს მოზას გარდა კიდევ 2 ცოლი ჰყავს და მემკვიდრეების რიცხვი 27-ს აღწევდა. ჰამდანმა კი ქვეყნის მმართველობა მოზას ვაჟს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადაულოცა.
Rating
ჟურნალ „Forbes”-ის რეიტინგებში, მოზა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში შევიდა. ამბობენ, რომ შეიხმა მესამე ცოლი მოზას ჯინაზე შეირთო, რათა დაემტკიცებინა, რომ მისი ძალაუფლება უსაზღვრო არ არის. მიუხედავად ამისა, მოზას ადგილის დაკავება, ვერც ერთმა ქალმა ვერ შეძლო.
Rating
ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS