13 აგვისტო, 2016
შვილებმა ანჯელინასა და ბრედს განქორწინება სთხოვეს
მსახიობი, ბრედ პიტი ოჯახურ მდგომარეობაზე ალაპარაკდა.

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბრედი თაყვანისმცემლებთან ურთიერთობას მაინც ახერხებს და მათ საკუთარ ოჯახურ მდგომარეობაზე ესაუბრება.

თაყვანისმცემლებთან საუბრისას, მან გაიხსენა, თუ როგორ სთხოვდნენ შვილები ანჯელინას დაშორებოდა. ეს სერიოზული კონფლიქტის შემდეგ მოხდა, რის გამოც ანჯელინა მთელი დღე ტიროდა.

ბავშვები ხედავდნენ, თუ რამდენად რთული იყო მათთვის ამ გამოცდის გადალახვა, სწორედ ამიტომ მათ გაყრა ურჩიეს, რათა ერთმანეთის ტანჯვა დაესრულებინათ.

ჯოლიმ შვილებს აუხსნა, რომ განქორწინება ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა და გაცილებით რთულია სიტუაციაში გაერკვე, რათა ოჯახი
შეინარჩუნო: "მე და მამათქვენმა ერთმანეთს შევფიცეთ, რომ ჭირსა და ლხინში ერთად ვიქნებოდით. აი ეს არის სამწუხარო" - აუხსნა ანჯელინამ.

პიტმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი გაუგებრობა და კონფლიქტი დაივიწყეს და კვლავ ბედნიერად ცხოვრობენ, თითქოს არაფერი მომხდარა.

თუმცა ბავშვებთან ეს ერთადერთი რთული საკითხი არ ყოფილა. შვილები მშობლებს ეკითხებოდნენ, თუ რატომ იქორწინეს საერთოდ. ბრედი გამოტყდა, რომ ამ საკითხმა იმდენად ააღელვა, რომ ღამით დაძინება ვერ შეძლო.

სწორედ მაშინ მიხვდა პიტი, რომ ქორწინება მხოლოდ სიყვარული არ არის, არამედ კონფლიქტი, კამათი, ბრაზი, აღშფოთება და სიძულვიც კი და რომ სწორედ ოჯახური კავშირი არ აძლევს მათ უფლებას, მხოლოდ იმიტომ დაშორდნენ, რომ ერთმანეთის არ ესმით.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
??
არ მინდა ანძელინამ იტიროს.ძალიან კეთილშობილი ქალბატონია.
14:45 / 15-08-2016
გამოხმაურება / 0 /
5757
ნამდვილად კარგი ოჯახი, იმ რაღაცა დანაკლისებს ავსებს ძალიან დიდი თუარაა ბზარი. სრულყოფილი არავინ ვაქრთ, კარგი დასკვნაა პიტ.
13:22 / 13-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS