12 აგვისტო, 2016
85 წლის რუს მსახიობს, ივან კრასკოს 60 წლით უმცროსი ცოლი ჰყავს - "ერთხელაც არ მინანია"
ივან და ნატალია კრასკოები უკვე ერთი წელია ერთად არიან. მიუხედავად უამრავი ჭორისა და განსჯისა, მეუღლეები ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ და დაშორებას არ აპირებენ.

85 წლის მსახიობი ახალგაზრდა ცოლს საკუთარ მუზას უწოდებს, უძღვნის მას ლექსებს და ინსაგრამზე გრძნობებით სავხე მილოცვებს უწერს.

ქორწინების წლისთავის საპატივცემულოდ, დამწყებმა მსახიობმა თაყვანისმცემლებს მოუყვა, რომ არასდროს უნანია, 60 წლით უფროს მამაკაცზე დაქორწინება.

"თითქმის ერთი წელია ერთად ხართ.. გინანია თუ არა?" - ხშირად მეკითხებიან, მე კი კვლავ ვპასუხობ, რომ არცერთხელ" - წერს ნატალია
სოციალურ ქსელში.

პენსიონერის ცოლის მსგავს განცხადებებზე, ნატალიას თაყვანისმცემლები სოც. ქსელში სხვადასხვაგვარად რეაგირებენ.

"თქვენ ბედნიერები იქნებით!";

"ადამიანი შეცდომებს ხშირად უშვებს. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ახლა რას ფიქრობ შენ, არამედ რას იფიქრებ, როცა გაოცების დრო დადგება, რაც გარდაუვალია";

" შესანიშნავები ხართ! გიყვარდეთ ერთმანეთი ყველას ჯინაზე" - წერენ კომენტარებში.

ლეა ხიმშიაშვილი

ბეჭდვა