29 ივლისი, 2016
წლის ქორწილი - 23 წლის ციმბირელ ბიჭს გაგიჟებით შეუყვარდა 38 წლის 11 შვილის დედა
ტატიანა და ევგენი გოლუშკოვები - ჭეშმარიტად ამტკიცებენ იმ აზრს, რომ სიყვარულს ხელს ვერაფერი უშლის. ტატიანა 11 შვილის დედაა. მას და მის პირველ ქმარს, ფამილს დიდი ოჯახი სურდათ. 6 შვილის გაჩენის შემდეგ, ქალს კიდევ 3 ტყუპი შეეძინა. მაგრამ ერთობლივი ცხოვრება დიდხანს ვერ შეინარჩუნეს. ფამილმა დალევა და ცოლის ცემა დაიწყო, ამიტომ ტატიანა ქმარს გაეყარა.

ქალს მარტოობაში ყოფნა დიდხანს არ მოუწია. ქმართან განშორებიდან ერთი წლის შემდეგ მზარეულად დაიწყო მუშაობა, სადაც ევგენი გაიცნო, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსი აღმოჩნდა.
ამ ფაქტს წყვილისთვის ხელი არ შეუშლია.

"როცა ევგენის გრძნობების შესახებ გავიგე, დავფიქრდი. შემდეგ კინოში დამპატიჟა და დავთანხმდი. არც კი მახსოვს, რა ფილმს ვუყურეთ, ვიდრე დამთავრდებოდა სასეირნოდ წავედით. ერთმანეთს ვეხვეოდით.." - გამოტყდა მრავალშვილიანი დედა.


Свадьба года: 23-летний сибиряк без памяти влюбился в 38-летнюю маму 11 детей отношения, свадьба

ტატიანას შვილებმა, ევგენისთან საერთო ენა მალევე გამონახეს, განსაკუთრებით ბიჭებმა. როგორც აღმოჩნდა, ევგენი ფეხბურთის დიდი ქომაგია. ახალგაზრდა ყმაწვილი "ბარსელონას" გულშემატკივარია და ესპანეთში გამგზავრებაზე ოცნებობს.

Свадьба года: 23-летний сибиряк без памяти влюбился в 38-летнюю маму 11 детей отношения, свадьба

ბიჭმა საყვარელ ქალს ცოლობა მალევე სთხოვა, თუმცა თანხმობა მაშინვე არ მიუღია. ახალგაზრდა პასუხის დაყოვნების გამო განიცდიდა, მაგრამ ბავშვებისგან თანადგომა მიიღო და ტატიანას ულტიმატუმი წაუყენა: "გინდა შენ ეს, თუ არა - ჩემი ცოლი გახდები" - გვიზიარებს ევგენი.

Свадьба года: 23-летний сибиряк без памяти влюбился в 38-летнюю маму 11 детей отношения, свадьба

სამსახურში ევგენის ბევრი ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა წყვილმა მალე იქორწინა.

Свадьба года: 23-летний сибиряк без памяти влюбился в 38-летнюю маму 11 детей отношения, свадьба

ტატიანა ახალ ქორწინებაში ძალიან ბედნიერია, რადგან ჟენიას ბავშვები ძალიან უყვარს და ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

Свадьба года: 23-летний сибиряк без памяти влюбился в 38-летнюю маму 11 детей отношения, свадьба

წყვილი საერთო შვილზე ჯერ არ ფიქრობს, რადგან გასაზრდელი უფროსი შვილები ჰყავთ. "მაგრამ საერთოდ, როგორც ღმერთი ინებებს" - დასძინა მრავალშვილიანმა დედამ.

Свадьба года: 23-летний сибиряк без памяти влюбился в 38-летнюю маму 11 детей отношения, свадьба

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
გერა
ასე იცის როდესაც 23 წლის ასაკში კიდევ ვაჟიშვილი ხარ.
06:55 / 02-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მაშო ბებო
რა გითხრათ, აბა... 23 წლის ბიჭი ცცეცხლია, ცეცხლი ადრე თუ გვიან ქრება და მის ადგილს ფერფლი იკავებს. არ მიკვირს, თავისზე უფროსი ქალი რომ შეუყვარდა და შეირთო, მსგავსი ამბები ხშირად ხდება. მაგრამ არა მგონია, 11 შვილის მამობა ასე ადვილად გამოუვიდეს. 11 ბავშვს საკუთარი მამაც კი ძნელად უძლებს. თუმვა ვინ იცის!
21:35 / 30-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მე
მალე ამ ბიჭს გრძნობები გაუნელდება ამ ქალისადმი, ყოველდღიური რუტინა მობეზრდება და უკანმოუხედავად გაიქცევა.
16:10 / 30-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS