28 ივლისი, 2016
ვალერი მელაძის ქალიშვილმა ბიკინში კიმ კარდაშიანის მიბაძვა სცადა
მომღერალი ვალერი მელაძე, ქალიშვილებთან ერთად, რომლებიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს, საფრანგეთში ისვენებს. არტისტი თავისუფალ დროს გოგონებთან - 25 წლის ინგასთან, 17 წლის სოფიასთან და 13 წლის არინასთან ერთად ატარებს.

მელაძის უფროსი ქალიშვილი მოგზაურობაში გადაღებულ ფოტოებს ინსტაგრამზე ხშირად აზიარებს და თაყვანისმცემლებს ახარებს.

ინგამ ზოლიან საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სენ-ჟან-კაპ-ფერრას საკურორტო ზონის სანაპიროზეა გადაღებული. გოგონა ფოტოსურათზე ხუმრობს, რომ კიმ კარდაშიანს ედრება.

"ჩემი სახელია კიმი. რა დასვენებაა თუ საცურაო კოსტიუმში ფოტო არ გადაიღე. ეს ხომ წმინდაა" -
წერს ინგა მოცემულ კადრზე.

ლეა ხიმშიაშვილი


RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS