21 ივლისი, 2016
გარეგნობა მემკვიდრეობით - ცნობილი მსახიობების შვილები და შვილიშვილები, რომლებიც მათ გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან
დაუნდობელ დროს ჩვენი საყვარელი მსახიობებიც თან მიჰყავს, მაგრამ ხანდახან უკან აბრუნებს - შვილებისა და შვილიშვილების სახით, რომლებიც მამებისა და ბაბუების საქმიანობას აგრძელებენ.

ჟენია აბდულოვა (ალექსანდრ აბდულოვის ქალიშვილი)

Rating

მაისის მიწურულს ალექსანდრ აბდულოვს 63 წელი შეუსრულდებოდა, მის 9 წლის ქალიშვილ ჟენიას კი გაზაფხულზე დიდ კინოში გადაღებები ჰქონდა. აბდულოვა მუსიკითაა დაკავებული, მაგრამ რეჟისორობაზე ოცნებობს. ჟენია ტელეფონით, სპეციალური პროგრამის საშუალებით უკვე იღებს კიდეც მულტიპლიკაციურ ფილმებს. ვინც გოგონას იცნობს არტისტიზმითა და გარეგნობით მამას ძალიან ამსგავსებენ.

ანდრეი უდალოვი (ანდრეი მირონოვის შვილიშვილი)

Rating

ანდრეი მირონოვის 24 წლის შვილიშვილი ვახტანგოვის სახელობის თეატრალურ დასში ჩაირიცხა. უმცროსმა ანდრეიმ უკვე მოასწრო 3 სპექტაკლში თამაში და 4 ფილმში გადაღება.
თავდაპირველად დედამ, მარია მირონოვამ ვაჟს საკუთარი გვარი მისცა, მაგრამ როცა ბიჭს 11 წელი შეუსრულდა, გადაწყვიტა გვარი უდალოვით შეეცვალა, იმ მოტივაციით, რომ შვილმა მაინც მამის გვარი უნდა ატაროს და არა ბაბუის.
პირველ წელს ანდრეი სოციალურ-კულტურული საქმიანობის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და მსახიობობა გადაწყვიტა.

ივან იანკოვსკი (ოლეგ იანკოვსკის შვილიშვილი)

Rating
























24 წლი ივანს, სამსახიობო განათლება აქვს და აქტიურად იღებენ ფილმებში. მსახიობი მთავარ როლს ასრულებს "სიყვარული აქცენტით და მის გარეშე: ერთხელ სომხეთში". ივანი ოჯახში ბაბუას - სახალხო არტისტს, ოლეგ იანკოვსკის ყველაზე მეტად ჰგავს. რეჟისორი ლეონიდ იარმოლნიკი ამბობს - "ისინი ერთმანეთს მანერებით, ხმით, გარეგნობით ძალიან ჰგვანან". თავად უმცროსი იანკოვსკი თავს ჩვეულებრივად მიიჩნევს: "მე ნორმალური ცხოვრება მაქვს. მინდა ნამდვილი მსახიობი გავხდე და ბევრი როლი შევასრულო".

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სასაცილო გოგნა
არც ერთი არ გავს თავის წინაპარს
12:51 / 22-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS