17 სექტემბერი, 2013
ყოფილმა ჯარისკაცმა სქესი შეიცვალა, ისლამი მიიღო და გათხოვდა
მისი რჩეული მუსლიმი მურადია, რომელიც ინტერნეტში გაიცნო. მოკრძალებული საქორწინო ცერემონია ლონდონში ვალანდერის სახლში გაიმართა ამ ბრიტანელ ჯარისკაცს ლორენსი ერქვა და როგორც თვითონ ჰყვება, 14 წლის ასაკიდან ოცნებობდა ქალობაზე. ამტკიცებს, რომ მრავალი წელი მალავდა ამას, ცდილობდა, ჩვეულებრივი ბიჭი ყოფილიყო, ნორმალურად ეცხოვრა, ქალების შეყვარებაც კი სცადა და ჯარშიც კი წავიდა მოხალისედ, მაგრამ ყველა მცდელობა დეპრესიით მთავრდებოდა, რადგან შინაგანად თავს ქალად გრძნობდა.

''მინდოდა, მაჩო ვყოფილიყავი, შემეწყვიტა ქალივით ფიქრი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, რადგან ვცდილობდი ვყოფილიყავი ის, ვინც არ ვიყავი.
მეგობრებთან ერთად კლუბებში დავდიოდი, ვსვამდი, ვერთობოდი, არმიაშიც ჩავეწერე, მაგრამ ერთი წელი გავძელი მხოლოდ. მამაკაცად ყოფნა ჩემთვის იყო ტყუილი'', - ამბობს ლუსად ქცეული ლორენსი.

ჯარის შემდეგ ლორენსმა გადაწყვიტა, დაენებებინა თავი ყველა მცდელობისთვის და მოქცეულიყო, როგორც ქალი. ოჯახს, რომელმაც ვერ გაუგო, გამოემშვიდობა, მშობლიური ქალაქიდან ლონდონში გადაბარგდა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში მზარეულად დაიწყო მუშაობა.

ლონდონშივე იპოვა ექიმი, რომელიც დახმარებას დაჰპირდა. დაიწყო ჰორმონების მიღება, დაიგრძელა თმა, შეიცვალა სქესი და რელიგიაც კი. როგორც თვითონ ამბობს, მისი აზრით, ისლამი მშვიდობიანი რელიგიაა. ამიტომაც გახდა მუსლიმანი, გამოეწყო შესაბამის სამოსში და დაიწყო მეჩეთში სიარული.
Rating
თუმცა ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. როცა მეჩეთში გაიგეს, რომ ლუსი სინამდვილეში ლორენსი იყო, აუკრძალეს სხვა ქალებთან ერთად ლოცვა. ახლა ლუსის მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ მუსლიმანი ტრანსსექსუალების უფლებებისთვის უნდა იბრძოლოს. ამჟამად სახლში ლოცულობს და დიდი იმედი აქვს, ის დროც დადგება, რომ თავისუფლად შევა მეჩეთში.

შარშან აპრილში ლუსი გათხოვდა კიდეც. მისი რჩეული მუსლიმი მურადია, რომელიც ინტერნეტში გაიცნო. მოკრძალებული საქორწინო ცერემონია ლონდონში ვალანდერის სახლში გაიმართა.
Rating
ვალანდერი თანდათანობით მსოფლიო მასმედიის ვარსკვლავი ხდება. მას დიდ ბრიტანეთში პირველ მუსლიმან ტრანსსექსუალს უწოდებენ, ხოლო ორგანიზაციამ, რომელიც მუსლიმანი ლგტბ-საზოგადოების წარმომადგენელთა უფლებებს იცავს, უკვე გამოიდო თავი მის დასაცავად.

ჟურნალი ''რეიტინგი''
ბეჭდვა