17 სექტემბერი, 2013
ყოფილმა ჯარისკაცმა სქესი შეიცვალა, ისლამი მიიღო და გათხოვდა
მისი რჩეული მუსლიმი მურადია, რომელიც ინტერნეტში გაიცნო. მოკრძალებული საქორწინო ცერემონია ლონდონში ვალანდერის სახლში გაიმართა ამ ბრიტანელ ჯარისკაცს ლორენსი ერქვა და როგორც თვითონ ჰყვება, 14 წლის ასაკიდან ოცნებობდა ქალობაზე. ამტკიცებს, რომ მრავალი წელი მალავდა ამას, ცდილობდა, ჩვეულებრივი ბიჭი ყოფილიყო, ნორმალურად ეცხოვრა, ქალების შეყვარებაც კი სცადა და ჯარშიც კი წავიდა მოხალისედ, მაგრამ ყველა მცდელობა დეპრესიით მთავრდებოდა, რადგან შინაგანად თავს ქალად გრძნობდა.

''მინდოდა, მაჩო ვყოფილიყავი, შემეწყვიტა ქალივით ფიქრი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, რადგან ვცდილობდი ვყოფილიყავი ის, ვინც არ ვიყავი.
მეგობრებთან ერთად კლუბებში დავდიოდი, ვსვამდი, ვერთობოდი, არმიაშიც ჩავეწერე, მაგრამ ერთი წელი გავძელი მხოლოდ. მამაკაცად ყოფნა ჩემთვის იყო ტყუილი'', - ამბობს ლუსად ქცეული ლორენსი.

ჯარის შემდეგ ლორენსმა გადაწყვიტა, დაენებებინა თავი ყველა მცდელობისთვის და მოქცეულიყო, როგორც ქალი. ოჯახს, რომელმაც ვერ გაუგო, გამოემშვიდობა, მშობლიური ქალაქიდან ლონდონში გადაბარგდა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში მზარეულად დაიწყო მუშაობა.

ლონდონშივე იპოვა ექიმი, რომელიც დახმარებას დაჰპირდა. დაიწყო ჰორმონების მიღება, დაიგრძელა თმა, შეიცვალა სქესი და რელიგიაც კი. როგორც თვითონ ამბობს, მისი აზრით, ისლამი მშვიდობიანი რელიგიაა. ამიტომაც გახდა მუსლიმანი, გამოეწყო შესაბამის სამოსში და დაიწყო მეჩეთში სიარული.
Rating
თუმცა ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. როცა მეჩეთში გაიგეს, რომ ლუსი სინამდვილეში ლორენსი იყო, აუკრძალეს სხვა ქალებთან ერთად ლოცვა. ახლა ლუსის მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ მუსლიმანი ტრანსსექსუალების უფლებებისთვის უნდა იბრძოლოს. ამჟამად სახლში ლოცულობს და დიდი იმედი აქვს, ის დროც დადგება, რომ თავისუფლად შევა მეჩეთში.

შარშან აპრილში ლუსი გათხოვდა კიდეც. მისი რჩეული მუსლიმი მურადია, რომელიც ინტერნეტში გაიცნო. მოკრძალებული საქორწინო ცერემონია ლონდონში ვალანდერის სახლში გაიმართა.
Rating
ვალანდერი თანდათანობით მსოფლიო მასმედიის ვარსკვლავი ხდება. მას დიდ ბრიტანეთში პირველ მუსლიმან ტრანსსექსუალს უწოდებენ, ხოლო ორგანიზაციამ, რომელიც მუსლიმანი ლგტბ-საზოგადოების წარმომადგენელთა უფლებებს იცავს, უკვე გამოიდო თავი მის დასაცავად.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
...
გალია ჰქონდა მომზადებული მუჰამადას ჩიტის შესასმელად?
21:20 / 16-01-2019
გამოხმაურება / 0 /
ეკატერინე
რა გულისხმიერი და სათნო სტატიაა ..ვუთანაგრძოთ თუ რა ვქნა..ვა ტქვენს პატრონს..
14:26 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
EEH
ამ ოხრებს უმცირესობა რატომ ქვიათ, იმიტომ რომ ცოტანი არიან, ამდენ მილიონიან ქვეყანაში რაღა ამ სულით მახინჯებს ხედავთ, ვფიქრობ , ამით პროპაგანდა ხდება, მე ევროპაში ვარ და გაოგნებული ვარ ,როგორი მშრომელი ხალხია, ხუთი შვილის მამა მუშაობს ჩემს გვერდზე და ხუთივე ბიჭი სკოლის მერე მინდორში მუშაობენ, ამ ზაფხულს ერთი თვე რესტორანში ვიმუშავე, თვალები გამიფართოვდა, რომ დავინახე იმხელა სასტუმრო და რესტორნის მეპატრონის შვილი, მიმტანებს რომ ეხმარებოდA , მისი სიძე და ეს მეპატრონე იმხელა დარბაზს საღამოთი როგორ გვიდნენ, ახლა ეს ხომ წარმოუდგენელია ქართულ რეალობაში . ჯობია ასეთები გააშუქოთ. ევროპა მარტო უმცირესობის არ არის, ევროპაშიც ბევრია სტაბილური ოჯახები, წესიერები, ევროპაში დიპლომის გამო არ აბარებენ, რას იტყვის ხალხი ამის გამო არ ოჯახდებიან ,,,,
04:52 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
რეხო
იმკის ევროპა თავისი სისაძაგლეების შედეგებს, ბიჭები უთხოვდებიან , ქალები ლესბოსელობენ, არაბები კი მრავლდებიან და მრავლდებიან
20:16 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
ეჭვი მაქვს მაგას თავად მუსიმანი მამაკაცები გაუსწორდებიან მეეჭვება ეგ მიიღონ,ყოველ დღე ვიღაც სქესს იცვლის ღმერთო დაგვიფარე
17:37 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS