24 ივნისი, 2016
ევრო-2016-ის 6 ყველაზე სექსუალური ფეხბურთელი დასახელდა
ფეხბურთის არაფერი გაგეგებათ? ამაზე ნუ იდარდებთ. სტატიის გმირები არა მარტო ტიტულოვანი ფეხბურთელები, არამედ ძალიან მიმზიდველებიც არიან. მათთვის ქომაგობა ნამდვილად ღირს.

ჯანლუიჯი ბუფონი

იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარე, უკვე 38 წლისაა. დიდებული ბუფონი, ყოველთვის იყო და დარჩება პლანეტის საუკეთესო მეკარედ. წოდება "ათწლეულის მეკარე", იტალიელმა ფეხბურთელმა დაუჯერებელი ოსტატობითა და პროდუქტიულობით მიიღო. მოთამაშეებს შორის, მატჩების მიხედვით ის პირველ ადგილზეა (154 მატჩი). 2001 წელს ბუფონი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა - "პარმიდან" "იუვენტუსში" მისი გადასვლისთვის 32 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს.

კრისტიანუ რონალდუ

Rating

















დაე, ილაპარაკონ" - მთელი მსოფლიოს გოგონები ამ დევიზით, თვალებს ხუჭავენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტოლოვანი ფეხბურთელის გარშემო აგორებულ ხმებზე. ჰო, ის წინააღმდეგობრივია, შესაძლოა ჟურნალისტს მიკროფონიც გადაუგდოს, თუ კითხვა არ მოეწონა ან მოედანზე თეატრალური წარმოდგენა მოაწყოს, მაგრამ მთავარს ვერ წაართმევთ - პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის"თავდამსხმელი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად სხვებზე ხშირად დასახელდა. მის ტექნიკაზე ლეგენდები დადის - ქრისტიანუ ორივე ფეხით თანაბარი სიძლიერით ურტყამს, რაც ფეხბურთელისთვის დამახასიათებელი არ არის და ასევე შესანიშნავად ურტყამს თავით.

ლუკას პადოლსკი

Rating

პოლონური წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირებს შორის, მესამე ადგილს იკავებს. გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ სექს-სიმბოლოდ მიიჩნევა.

ანტუან გრიზმანი

Rating


















მას შემდეგ, რაც ევრო-2016-ზე, ფრანგმა ფეხბურთელმა, საფრანგეთისა და ალბანეთის თამაშის დროს, გოლი ბოლო წუთებზე გაიტანა, ნაციონალური გმირი გახდა. ახლა, ცისფერთვალება ანტუანი, ეროვნული ნაკრების ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია. გრიზმანმა "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გააგრძელა, თუმცა მასზე თვალი უჭირავთ "რეალს", "ჩელსის" და "მანჩესტერ იუნაიტედს".

სერხიო რამოსი

Rating
სერხიო რამოსი, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყველაზე სასტიკი მიმზიდველი ფეხბურთელია. ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ის გამართული მატჩების თვალსაზრისით მესამე ადგილს იკავებს. სერხიო ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და აბსოლუტურად უნივერსალური ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია.

რობერტ ლევანდოვსკი

Rating
ყველაზე ცნობილი პოლონელი ფეხბურთელი, "ბავარიის" თავდამსხმელი და პოლონეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ლევანდოვსკი და მისი მეუღლე, ცნობილი სპორტსმენი, პოლონეთში "ადგილობრივ მექჰემებად" ითვლებიან.

ლეა ხიმშიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნი
სასტიკი მიმზიდველი რამოსი :D
02:35 / 26-06-2016
გამოხმაურება / 0 /
nina
Gigiii sei grandeee.sei miglioreee.tvb amore
04:14 / 25-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS