20 ივნისი, 2016
ქსენია სობჩაკი სკანდალურ ცხოვრებას ემშვიდობება და დედობისთვის ემზადება
ბოლო დროს სკანდალური ჟურნალისტი, ქსენია სობჩაკი, სულ უფრო ხშირად ჩნდება თავისუფალი სტილის კაბებით. სობჩაკის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ, სხვადასხვა ბლოგების განხილვის თემა გახდა.

ერთ-ერთ სამხატვრო გამოფენაზე, ქსენინიასა და მისი მეუღლის, მაქსიმ ვიტორგანის გამოჩენისას, სობჩაკის სავსე მუცელი და ოჯახში მატების ამბავი, კვლავ აქტიურად განიხილებოდა, რადგან ჟურნალისტს მუცელი სარგძნობლად წამოეზარდა.


მიუხედავად ამ ფაქტისა, ჯერ ქსენია და მისი მეუღლე, რომელიც ჟურნალისტის პირველი ქმარია, ამ სიახლეზე კომენტარს არ აკეთებენ.

მანამდე ქსენია სობჩაკი დედობის თემაზე ერთხმად ამბობდა: "60
წლის ასაკში არ მინდა უშვილოდ ვიყო. ახლა კი არ მესმის რაში მჭირდება ისინი, თუმცა მესმის, რომ 33 წლის ვარ და ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ეს საკითხი 40 წლამდე როგორმე უნდა გადავჭრა".

Rating


შეგახსენებთ, რომ ქსენია სობჩაკის მამა საბჭოთა და რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე და გავლენიანი პირი გახლდათ.
Rating





















ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS