17 ივნისი, 2016
ჯოვანა ანტონელი და მისი სასიყვარულო ურთიერთობებით დატვირთული ცხოვრება სერიალ „კლონის“ შემდეგ
მომხიბვლელი ბრაზილიელი მსახიობი ჯოვანა ანტონელი, რომელიც ბევრს სერიალში "კლონი" განსახირებული როლით დაამახსოვრდა, დღემდე აღმოსავლელ ლამაზმანთან, ჰადესთან ასოცირდება. რეალურად, ჯოვანა უკვე დიდი ხანია შორს დგას, ერთ დროს ეიფორიის გამომწვევი, აღმოსავლური სტილისგან.

Rating













სერიალი გამოსვლისთანავე, 30-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემოდა, მას შემდეგ არც მეტი არც ნაკლები 15 წელი გავიდა.

ჯოვანა ანტონელი 1976 წლის 18 მარტს, ბრაზილიის მეგაპოლისში, რიო-დე-ჟანეიროში დაიბადა. ჯოვანის მამა ოპერის მომღერალი, დედა კი ბალერინა იყო. ჰყავს უფროსი ძმა ლეონარდი.

მსახიობის შემოქმედებითი ცხოვრება 11 წლიდან დაიწყო. გოგო სამოყვარულო
თეატრის სცენაზე ავიდა და მას შემდეგ არ დაუტოვებია. აღსანიშნავია ანტონელის მრავალმხრივი ნიჭი, გარდა მსახიობური ნიჭისა, ბავშვობიდან შესანიშნავად მღერის და ცეკვავს, ამიტომ მისი როლების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. როცა პროდიუსერები, დროდადრო სამოყვარულო თეატრს სტუმრობდნენ, გასაკვირი არ არის, რომ სხვადასხვა როლებისთვის, სწორედ ჯოვანას ირჩევდნენ.

Rating
































როცა 25 წლის ანტონელი ჰადეს როლზე დაამტკიცეს, არც კი წარმოედგინა, რომ წინ ასეთი წარმატება ელოდა, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა.

ჰადეს როლის შესასრულებლად, მსახიობს არაბულად რამდენიმე ფრაზისა და მუცლის ცეკვების შესწავლა მოუხდა, მაგრამ მთავარი სიურპრიზი ჯოვანას წინ ელოდა, როცა მასსა და მის პარტნიორს, მურილო ბენისიოს შორის სასიყვარულო ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა.

იქორწინეს კიდეც და ერთად 3 წელი ცხოვრობდნენ. წყვილს ჰყავთ ვაჟი, პეტრუ ბენისიო. თუმცა მათი გზები მალევე გაიყარა.

Rating

მამაკაცებთან სასიყვარულო ურთიერთობები, ჯოვანას საკმაოდ ბევრი ჰქონდა. მათ შორის იყვნენ - რიკარდო მედინა, რობერტო ლოკასიო, მურილო ბენისიო, არტურ ფერნანდესი და ლეონარდო ნოგეირო, რომლისგანაც მსახიობს, ტყუპები, ანტონიო და სოფიო შეეძინა.


Rating



დღესდღეობით ჯოვანა ტყუპების მამასთან ცხოვრობს და მასთან კანონიერ ქორწინებაშია, მაგრამ ხშირად ნახულობს მურილო ბენისიოსაც.
მურილო და ჯოანა, საერთო ვაჟის გამო, კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობენ და ერთად სხვადასხვა სერიალებშიც თამაშობენ.

Rating






ჯოვანა ანტონელი ახლა 40 წლისაა და ბრაზილიაში დღემდე მოთხოვნადი მსახიობია.

Rating





























ნაოკო ვატანაბე


















































FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS