16 ივნისი, 2016
ერთ დროს ძალიან პოპულარული სერიალის "ეშმაკუნა", მთავარი გმირის ენჯი სეპედას ცხოვრება დღეს
რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოში ვენესუელური სერიალების ბუმი იყო, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სერიალად "ეშმაკუნა" მოიაზრება. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მთავარი გმირების, ფიორელა მორელისა და ანდრეს მეხია გუცმანის სასიყვარულო რომანის უშუალო მოწმე გახდა. ალბათ, ყველას აინტერესებს როგორ გამოიყურება დღეს, ის "ეშმაკუნა" გოგონა, რომელიც საქართველოში ფიორელა მორელის სახელით გაიცნეს.

ანჟელიკა სეპედა კოლუმბიაში დაიბადა, ქალაქ კარტახენში. ოჯახში უმცროსი ქალიშვილია, ჰყავს დები - ლორნი და ივეტი, რომლებიც უკვე დაოჯახებულები არიან. ანჟელიკას მშობლები ადვოკატები გახლავთ, ამჟამად განქორწინებულები არიან.
Rating
მშობლებს სურდათ ანჟელიკას
ოჯახური ტრადიცია გაეგრძელებინა და გოგონა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მიუხედავად ამისა, სეპედა გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ მსახიობი გახდებოდა. ანჟელიკა სამსახიობო კურსებზე საიდუმლოდ დადიოდა. მშბლების გაყრის შემდეგ, ბოგოტუში, დეიდასთან გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სამსახიობო სკოლაში ჩააბარა.

ანჟელიკას, სამსახიობო სკოლის დასრულებისთანავე იწვევდნენ სხვადსხვა რეკლამებში გადასაღებად, შემდეგ სერიალებსა და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებშიც. მიუხედავად ტელევიზიაში საკმაოდ დიდი ხნის მუშაობისა, სეპედას საყოველთაო აღიარება, სერიალებმა, "ლუს მარია" და "ეშმაკუნა" მოუტანა.

ფილმში "ილონა წვიმასთან ერთად მოდის" გადაღებისას, ანჟელიკა მიხვდა, რომ დიდი კინო მისი მოწოდებაა.

დღეს ენჯი სეპედა - ყველაზე ცნობილი კოლუმბიელი მსახიობია. შემოთავაზებებს იღებს კოლუმბიიდან, ესპანეთიდან, პერუდან და არგენტინადან.

Rating
























უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობს არგენტინასთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს.
1996 წლიდან 2004 წლამდე ენჯის რომანი ა ჰქონდა არგენტინელ მსახიობ, მომღერალ და კომპოზიტორთან - დიეგო ტორესთან, რომელიც ძალიან პოპულარულია არა მარტო სამშობლოში, არამედ მთელს ლათინო ამერიკასა და ესპანეთში. ანჟელიკა მის ერთ-ერთ კლიპშიც მონაწილეობს, სახელად "უკანასკნელი ღამე".

ნაოკო ვატანაბე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS