13 ივნისი, 2016
ვინ არის თინა კანდელაკის 10 წლით უმცროსი მეუღლე, რომელზეც ჟურნალისტმა საიდუმლოდ იქორწინა
ჟურნალი ELLE თინა კანდელაკის საიდუმლო ქორწინებას ეხმაურება. ჟურნალის საიტზე, გუშინ განთავსდა სტატია, სადაც განხილულია კანდელაკის ახალი რჩეული და მისი ვინაობა.

რუსეთის ყველაზე ცნობილი ტელე წამყვანის პირადი ცხოვრება ბოლო დროს მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ეს გასაგებიცაა, რადგან წინა ქორწინება დიდი სკანდალით დასრულდა - აქ იყო მილიარდელი მამაკაცი, ცეცხლმოკიდებული ფერარი და ა.შ.

წამყვანი ახალ რჩეულს თითქმის 10 წელია მალავს დ მის არსებობაზე, მხოლოდ რამდენიმე ინტერვიუში გადაკვრით მიანიშნებდა. ცნობილებიInstagram -ზე ტრადიციულად აქვეყნებენ ფოტოებს საქმიანი შეხვედრებიდან და სპორტული დარბაზიდან.

მაგრამ
ორი დღის წინ მომხდარმა მოვლენამ, სიტუაცია ძირფესვიანად შეცვალა. ევრო-2016 -ზე, რუსეთისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებების, ტრიუმფალური ფრეს შემდეგ, ტელე-წამყვანმა ტვიტერზე დაწერა: "ქმარი ექსტაზშია! მეც! მშობლიურმა მეზობელმა იმედი არ გამიცრუა!"

Rating









თინას პოსტს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თაყვანისმცემლები ვარსკვლავს ულოცავდნენ და იქვე არკვევდნენ, როდის მოასწრო კანდელაკმა ქორწილის გადახდა და ვინ არის წამყვანის ახალი რჩეული?

მითქმა-მოთქმა იმაზე, რომ თინა კანდელაკს რომანი აქვს 29 წლის ვასილი ბროვკოსთან, დიდი ხნის წინ დაიწყო. ბროვკოსი სახელმწიფო კორფორაციის "Ростех" -ის თანამშრომელი და სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის "Апостол" -ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

Rating
















ამ ურთიერთობის შესახებ, თაყვანისმცემლები წლებია განიხილავენ, რადგან ტელე-წამყვანის სელფებზე, მოულოდნელად გამოჩნდა ბეჭედი თითზე.

Rating

როგორც აღმოჩნდა, თინამ უკვე კარგა ხანია იქორწინა და ბედნიერია იმ მამაკაცთან ქორწინებაში, რომელიც მასზე 10 წლით უმცროსია.

ლეა ხიმშიაშვილი

ბეჭდვა