09 ივნისი, 2016
ნატალია ვოდიანოვას მეხუთე შვილი შეეძინა - როგორ ინარჩუნებს სუპერ მოდელი იდეალურ ფორმას
34 წლის, ცნობილი რუსი სუპერმოდელი, ნატალია ვოდიანოვა მეხუთედ გახდა დედა. ბავშვი 4 ივნისს დაიბადა და რომანი დაარქვეს.

"შაბათი დღის, ადრეულ დილას, ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი მამაკაცი შეემატა. რომაშკა უკვე სახლშია და ახალ სამყაროს, დისა და ძმების გარემოცვაში ეცნობა. ანტუანი ამაყია, მე - დაღლილი, მაგრამ ბედნიერი ვარ და ზაფხულს ველოდები, იმ იმედით, რომ დავისვენებ. მადლობა ჩემო ძვირფასებო, შეტყობინებებისა და თანადგომისთვის" - წერს ნატალია.

ეს ვოდიანოვასა და ფრანგი მილიარდერის, ანტუან არნოს მეორე საერთო შვილია. მათი უფროსი ვაჟი,
მაქსიმი, 2 წლისაა.

Rating

გარდა ამისა, ნატალიას წინა ქორწინებიდან, ბრიტანელ ლორდთან, ჯანსტინ პორტმანთან, 3 შვილი ჰყავს: ვაჟები - ვიქტორი და ლუკასი, ქალიშვილი - ნევა.

Rating

ნატალია ვოდიანოვა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სუპერმოდელია. მიუხედავად მრავალშვილიანი დედობისა, იდეალური სხეულით კვლავ აღაფრთოვანებს მაყურებელს, თუმცა შესაშური ფორმის შენარჩუნებას დიეტისა და ვარჯიშის გარეშე, რა თქმა უნდა, არ ჩაუვლია.

Rating
სპორტულ ფიგურას მოდელი, პირველ რიგში სირბილით ინარჩუნებს
.
"ის, რაც ჩემს სხეულს სჭირდება, სირბილი აძლევს. ახლა კიდევ უფრო სწრაფად დავრბივარ, ვიდრე გასულ წელს დავრბოდი. მსგავსი მიღწევები, უფრო თავდაჯერებულს მხდის საქმეში, რომელსაც ვაკეთებ" - ჰყვება ცნობილი ლამაზმანი.

რაც შეეხება დიეტას, ნატალია ვოდიანოვა გამოტყდა, რომ კუჭთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, კუჭის წყლული აღმოუჩინეს და 20 წლის ასაკში, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდა. ამიტომ, ვოდიანოვას საკუთარ რაციონზე ზრუნვა, პატარა ასაკიდან უწევს. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ნატალიას კუჭის პრობლემასთან გამკლავებაში, დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით დაეხმარა.

Rating

"ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მეხმარება დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით" - ადასტურებს მოდელი.

ვოდიანოვა ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ამ მეთოდის ძალიან ცოტას თუ სჯერა, მაგრამ მისი გამოცდილებიდან ჩანს, რომ მეთოდი ამართლებს.

რაც შეეხება ფიგურას, ნატალია საკმარის პროდუქტს იღებს, რომლებიც მისთვის დასაშვებია და არც რაოდენობაშია შეზღუდული. ამასთან, ხუთი შვილის დედა, სხეულის იდეალურ ფორმებს კვლავ ინარჩუნებს.

наталья водянова

ნატალია ვოდიანოვა, მეოთხე სისხლის ჯგუფის მატარებელია და მისი რაციონის შემადგენელი პროდუქტებია:
წითელი ხორცი, უცხიმო რძის პროდუქტები, თევზი, თხილი, ზეითუნის ზეთი, ბურღულეული ( გარდა წიწიბურას, ხორბლისა და სიმინდისა), ბოსტნეული (წიწაკის, სიმინდისა და შავი ზეთისხილის გარდა), ხილი.

მეოთხე სისხლის ჯგუფის მატარებლებისთვის, სასმელებიდან რეკომენდებულია: ყავა, გვირილას ჩაი, მწვანე ჩაი, ღვინო, პიტნის ჩაი.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS