07 ივნისი, 2016
ცნობილი დონ-ჟუანის - ადამ ლევინის პირადი ცხოვრება
ადამ ლევინის პირადი ცხოვრება, მის კაშკაშა კარიერას არ ჩამორჩება. ლევინის ჰოლივუდის მოწინავე ლამაზმანებთან რომანი, ყოველთვის გახმაურებული იყო. ცოტა ხნის წინ ვოკალისტი კინოთიც დაინტერესდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე ითამაშა კიდეც, თუმცა ადამ ლევინის ბიოგრაფიაში მთავარი, რა თქმა უნდა - მუსიკაა!

1979 წლის 18 მარტს, ფრედ ლევინის ოჯახში ბიჭი დაიბადა. იუდეველმა მშობლებმა, ვაჟს ადამი დაარქვეს. ოჯახი კალიფორნიის ცენტრში ცხოვრობდა.

2000-იან წლებში, ოთხმა მეგობარბა ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა და მას “Maroon 5” უწოდეს.

2002 წელს ახალშობილი ალბომიც გამოვიდა, რომელსაც სახელად
"სიმღერები ჯეინისთვის" დაარქვეს. ადამმა კომპოზიციები ყოფილ შეყვარებულს მიუძღვნა. მალე "სასიყვარულო სერენადებმა" ჰიტ-პარადებში მოწინავე ადგილი დაიკავეს. ალბომის სიმღერები, დღემდე პოპულარულ ჰიტებად რჩება. ჯგუფს უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა და დიდი აღიარებაც მოიპოვა.

პირადი ცხოვრება- კოლექციონერი, გულშემატკივარი, ტატუების მოყვარული

ადამი ხშირად ესწრება სპორტულ შეჯიბრებებს და აქტიური გულშემატკივარია. აგროვებს ავტომობილებს და საკუთარი კოლექციით ამაყობს. ერთ დროს გატაცებული იყო კალათბურთით, მაგრამ ტრავმის გამო თავის დანებება მოუხდა. დღეს დაკავებულია იოგით.

Певец Адам Левин в юности

მომღერალი ვეგეტარიანელია და აღმერთებს ტატუებს. თავისუფლად მოიხმარს, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელს. ადამის პირად ცხოვრებაზე კი სერიალის გადაღება შეიძლება.

დღემდე ძალიან ცოტაა ცნობილი, იმ ჯეინზე, რომელმაც ვოკალისტს ასეთი ლამაზი სიმღერები შთააგონა. როგორც ამბობენ, მომღერალი გოგონამ მიატოვა, რითიც ადამს არა მარტო გული ატკინა, არამედ მის თავმოყვარეობასაც დიდი დარტყმა მიაყენა. ჯეინ ჰერმანს, შეყვარებულთან ერთად სურათების გადაღება არ უყვარდა, ამიტომ ერთობილი ფოტო არ აქვთ.
Адам Левин с гитарой

როგორც ჩანს, სწორედ სიყვარულში იმედგაცრუების გამო, ლევინი საყვარლებს ხელთათმანებივით იცვლიდა. მისი "მსხვერპლის" სიაში ''ვიქტორია სეკრეტის'' სხვა მოდელებთან ერთად მოხვდნენ, მოდელი ანჟელა ბელოტი, ჰოლივუდის ლამაზმანები - ნატალი პორტმანი, კრისტენ დანტსი, რიჰანა,  ასევე ჯესიკა სიმპსონი და წარმატებული, რუსი ჩოგბურთელი - მარია შარაპოვა.

Адам Левин и Рианна
ვარსკვლავებს შორის, ნამდვილი "კონკიაც" იყო. ის ჩვეულებრივი მიმტანი, რებეკა ჯინოსი გახლდათ. ურთიერთობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და სერიოზული სახეც მიიღო.
ადამმა რებეკას მშობლებიც გაიცნო. მაგრამ ზღაპარს სევდიანი დასასრული აღმოაჩნდა და წყვილი დაშორდა.

მეორე შედარებით ხანგრძლივი რომანი, რომელიც 2 წელს გაგრძელდა, მოდელთან - ანა ვიალიცინთან იყო. თუმცა დღეს ამ ლამაზი წყვილისგან, მხოლოდ შესანიშნავი ფოტოები დარჩა.

Певец Адам Левин с Анной Вьялицыной

2012 წელს ადამმა მორიგი მოდელი, ნამიბიელი ბეხატი პრინსლუ გაიცნო. 2013 წელს წყვილს უთანხმოება მოუვიდა და ყველამ გადაწყვიტა, რომ ცნობილ დონ-ჟუანს არც აქ გაუმართლა, მაგრამ ქერათმიანმა ლამაზმანმა ადამ ლევინის ცხოვრება შეცვალა.

Адам Левин и Бехати Принслу

უთანხმოებას, მალევე მოჰყვა შერიგება და ამავე წელს, წყვილი დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ ადამ ლევინმა და ბეხატი პრინსლუმ იქორწინეს. წყვილს დაუვიწყარი ქორწილი ჰქონდა და დღეს ბავშვს ელოდებიან.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS