04 ივნისი, 2016
ნადეჟდა სავჩენკოს პატივსაცემად ჰიმალაის ერთ-ერთ მწვერვალს მისი სახელი უწოდეს
უკრაინელი სამხედრო პირის, უმაღლესი რადას დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს პატივსაცემად, ჰიმალაის ერთ-ერთ მწვერვალს მისი სახელი ეწოდა.

ამის შესახებ, სპორტული ჟურნალისტი ვალენტინ შერბაჩევი ჰყვება, რომელიც ორგანიზებას უწევს სხვადასხვა საერთაშორისო მოვლენებს, ნეპალში.

შერბაევმა გაარკვია, რომ ჰიმალაი - ძალიან დიდი და ახალგაზრდა მთათა სისტემაა და უამრავი უსახელო მწვერვალი აქვს.

"20 წლის განმავლობაში ნეპალის მთავრობასთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, რომ ჰიმალაის ერთ-ერთი მწვერვალისთვის უკრაინული სახელი გვეწოდებინა. მე იქ არც ტურისტად და აღარც მთამსვლელად ვითვლები. ნეპალელებისთვის უკვე მათიანი ვარ, ამას მიხვდნენ და შესაძლებლობა
მომცეს ჰიმალაის ორი მწვერვალისთვის სახელი დამერქმია" - ამბობს ჟურნალისტი.

"ძალიან ლამაზი მწვერვალები შევარჩიე. იქ საოცარი ხედია, გინდება მუხლებზე დაეცე და ილოცო იმისთვის, რომ სამყაროში მსგავსი სილამაზე არსებობს" - აღნიშნავს შერბაჩევი.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც რუსეთში უსამართლოდ გაასამართლეს და 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, გაანთავისუფლეს მას შემდეგ, რაც რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა ორ რუს პატიმარში გაცვალეს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS