26 მაისი, 2016
ტარკანი მამობაზე ოცნებობს - 'ჭორი, რომ ჩემი მეუღლე ფებხმძიმედაა და იმიტომ დავქორწინდით, სიმართლეს არ შეესაბამება''
თურქული შოუ ბიზნესის კაშკაშა ვარსკვლავმა ტარკანმა ქორწილის მერე ინტერვიუ მისცა თურქულ პრესას, სადაც თავის ყველაზე დიდ სურვილზე ისაუბრა. მომღერალს სურს, უახლოეს მომავალში მამა გახდეს.

''ისევე როგორც ყველას, მეც მაქვს უფლება ოჯახის შექმნის და ბედნიერების. თურქეთში ქორწილი არ გვექნება, გერმანიაში უკვე გვქონდა და ეს საკმარისია''. მომღერლის თქმით, ცოლ-ქმარი სამოგზაუროდ შემდეგ გაემგზავრება, როცა ტარკანი ახალ ალბომზე მუშაობას დაამთავრებს.

''ძალიან მინდა მამობა, ბავშვის გაჩენას უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჭორი, რომ ჩემი მეუღლე ფებხმძიმედაა და იმიტომ დავქორწინდით,
სიმართლეს არ შეეფერება''.

მნიშვნელობა არ აქვს, გოგონა გვეყოლება თუ ბიჭი, მთავარია, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყოს. 

შეგახსენებთ, რომ ტარკანმა პინარ დილეკთან აპრილის ბოლოს გააფორმა ოფიციალურად ურთიერთობა, მაისის დასაწყისში კი გერმანიაში, ქალაქ კელნში ჰქონდათ  ქორწილი. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS