20 მაისი, 2016
რაფაელა კარა - იტალიელი ლამაზმანი, რომელმაც დედობას კარიერა არჩია
რაფაელა კარა, იტალიელი მსახიობი, ესტრადის მომღერალი, მოცეკვავე და ტელეწამყვანი.

დაიბადა 1943 წლის 18 ივნისს, იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში.

ნამდვილი სახელი და გვარია - რაფაელა რობერტა პელონი.

რაფაელა, მუსიკითა და ცეკვით ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული. მოგვიანებით 1951
წელს, 8 წლის ასაკში რომში გადავიდა, სადაც ცეკვის გაკვეთილებზე, ია რუსკაიას ქორეოგრაფობობით, ჩაეწერა.

კინოში მისი დებიუტი, 1952 წელს შედგა და 1959 წლამდე, ფილმში ბავშვებსა და მოზარდებს განასახიერებდა.

1960 წელს, რომში, კინემატატოგრაფიის ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა. დიპლომის მიღების შემდეგ, რამდენიმე ფილმში ითამაშა,
მათ შორის ჰოლივუდშიც.

Rating

კადრი ფილმიდან ''იული ცეზარი, გალიის დამპყრობელი'' 1962

გამოვიდა თეატრის სცენაზე და პოპულარულ მიუზიკლში "ჩაო, რუდი", მარჩელო მასტროიანთან ერთად თამაშის პატივიც ერგო.

რაფაელა კარამ, ბევრი ცნობილი რეჟისორის ფილმში ითამაშა.
Rating
1969-1970 წლებში, სატელევიზიო შოუში „Io Agata e tu“ მონაწილეობამ, სადაც მოცეკვავისა და მომღერლის ამპლუაში წარსდგა, დაუჯერებელი წარმატება მოუტანა.

70-იან წლებში, რაფაელა, იტალიისა და ესაპანეთის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი მომღერალი გახდა.

Rating

ფრანგულ ენაზე შესრულებული სიმღერა " სიყვარული შენით იწყება", საფრანგეთში წლის საუკეთესო სიმღერების სიაში შევიდა.

Rating

მსაიოხიობი და მომღერალი ხშირად დადიოდა გასტროლებზე ევროპასა და ლათინო ამერიკის ქვეყნებში. 90-იან წლებში აქტიურად მუშაობდა ესპანურ და იტალიურ ტელეარხებზე.

Rating
1990 წელს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ დაბრუნდა კინოში. ითამაშა ფილმში "ტუნელი" და მინი სერიალში " შემთხვევითი დედა".

Rating
რაფაელა კარა, დღემდე რჩება იტალიისა და ესპანეთის, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ტელედივად. მომღერალმა 70-ზე მეტი მუსიკალური ალბომი გამოუშვა.

რაფაელა კარა 1983-85 წლებში რეჟისორ ჟანი ბომკომპანის ხვდებოდა. 

RatingRating

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან 2000 წლამდე სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა ქორეოგრაფ სერჯო იაპინოსთან, მასთან დაშორების შემდეგ მეგობრულ და საქმიან ურთიერთობას ინარჩუნებს. იაპინო ძველებურად რეჟიოსორია რაფაელა კარას გადაცემების და მასთან ერთად წაიყვანა იტალიაში ''ევროვიზია 2011''. 

Рафаэлла Карра

ბავშვები რაფაელა კარას არ ჰყავს.  ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ არ ჰქონდა ''ნახევრად დედობის'' სურვილი არასდროს და ყოველთვის გააზრებულად აკეთებდა არჩევანს კარიერის სასარგებლოდ.
ჩართულია პროგრამაში, რომელიც მესამე ქვეყნების ბავშვებს ეხმარება.

Raffaella Carra Foto 1 Raffaella Carr l39album fa il boom di vendite
ნაოკო ვატანაბე

ბეჭდვა