20 მაისი, 2016
რაფაელა კარა - იტალიელი ლამაზმანი, რომელმაც დედობას კარიერა არჩია
რაფაელა კარა, იტალიელი მსახიობი, ესტრადის მომღერალი, მოცეკვავე და ტელეწამყვანი.

დაიბადა 1943 წლის 18 ივნისს, იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში.

ნამდვილი სახელი და გვარია - რაფაელა რობერტა პელონი.

რაფაელა, მუსიკითა და ცეკვით ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული. მოგვიანებით 1951
წელს, 8 წლის ასაკში რომში გადავიდა, სადაც ცეკვის გაკვეთილებზე, ია რუსკაიას ქორეოგრაფობობით, ჩაეწერა.

კინოში მისი დებიუტი, 1952 წელს შედგა და 1959 წლამდე, ფილმში ბავშვებსა და მოზარდებს განასახიერებდა.

1960 წელს, რომში, კინემატატოგრაფიის ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა. დიპლომის მიღების შემდეგ, რამდენიმე ფილმში ითამაშა,
მათ შორის ჰოლივუდშიც.

Rating

კადრი ფილმიდან ''იული ცეზარი, გალიის დამპყრობელი'' 1962

გამოვიდა თეატრის სცენაზე და პოპულარულ მიუზიკლში "ჩაო, რუდი", მარჩელო მასტროიანთან ერთად თამაშის პატივიც ერგო.

რაფაელა კარამ, ბევრი ცნობილი რეჟისორის ფილმში ითამაშა.
Rating
1969-1970 წლებში, სატელევიზიო შოუში „Io Agata e tu“ მონაწილეობამ, სადაც მოცეკვავისა და მომღერლის ამპლუაში წარსდგა, დაუჯერებელი წარმატება მოუტანა.

70-იან წლებში, რაფაელა, იტალიისა და ესაპანეთის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი მომღერალი გახდა.

Rating

ფრანგულ ენაზე შესრულებული სიმღერა " სიყვარული შენით იწყება", საფრანგეთში წლის საუკეთესო სიმღერების სიაში შევიდა.

Rating

მსაიოხიობი და მომღერალი ხშირად დადიოდა გასტროლებზე ევროპასა და ლათინო ამერიკის ქვეყნებში. 90-იან წლებში აქტიურად მუშაობდა ესპანურ და იტალიურ ტელეარხებზე.

Rating
1990 წელს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ დაბრუნდა კინოში. ითამაშა ფილმში "ტუნელი" და მინი სერიალში " შემთხვევითი დედა".

Rating
რაფაელა კარა, დღემდე რჩება იტალიისა და ესპანეთის, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ტელედივად. მომღერალმა 70-ზე მეტი მუსიკალური ალბომი გამოუშვა.

რაფაელა კარა 1983-85 წლებში რეჟისორ ჟანი ბომკომპანის ხვდებოდა. 

RatingRating

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან 2000 წლამდე სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა ქორეოგრაფ სერჯო იაპინოსთან, მასთან დაშორების შემდეგ მეგობრულ და საქმიან ურთიერთობას ინარჩუნებს. იაპინო ძველებურად რეჟიოსორია რაფაელა კარას გადაცემების და მასთან ერთად წაიყვანა იტალიაში ''ევროვიზია 2011''. 

Рафаэлла Карра

ბავშვები რაფაელა კარას არ ჰყავს.  ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ არ ჰქონდა ''ნახევრად დედობის'' სურვილი არასდროს და ყოველთვის გააზრებულად აკეთებდა არჩევანს კარიერის სასარგებლოდ.
ჩართულია პროგრამაში, რომელიც მესამე ქვეყნების ბავშვებს ეხმარება.

Raffaella Carra Foto 1 Raffaella Carr l39album fa il boom di vendite
ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
სინამდვილე ს
კატისა და ძეხვის ამბავი რამ მოგატანინა აქ? ესეიგი, ვინც ვერ შევწვდით ძეხვს, ისინი მატყუარები არიან? ძალიან გთხოვთ, სხვისთვის თუ შვილის ყოლა-არყოლა არაფერს ნიშნავს, ჩემთვის ძაან მტკივნეული თემაა, და ძეხვის ამბებს ნუ შეადარებტ
16:23 / 28-05-2016
გამოხმაურება / 0 /
შვილები მარად
შვილი აუცილებელია,შვილი სიხარულია,შენი მომავალია,იმედია,ცხოვრების აზრია,სიტკბოება და სიამაყეა.ნორმალური ქალი დედობას არჩევანს არ დაარქმევს.არანორმალურისთვის მისაღებია. ნახეთ რას ამბობს მონიკა ბელუჩი "როცა დავბერდები,მირჩევნია ვუყუტო შვილებს დაარა კადრებს ჩემი ძველი ფილმებიდან" ასე რომ აბსურდულ ბაზარს მოეშვით.
10:17 / 27-05-2016
გამოხმაურება / 0 /
მარიკა ნემსაძე
ნინო ჩოგოვაძეც და მისი ვითომ მომხრეები იტყუებიან.უშვილო ქალების სასაცილო თავის მართლებაა თურმე არჩევანი ყოფილა დედობა.რეებს ბოდავთ.დედობა უდიდესი ბედნიერებაა ქალისთვის.ამაზე უკეთესი პროფესია და კარიერა არ არსებობს.რათქმაუნდა სიბერეში ავადმყოფს შვილმა უნდა მოგხედოს და არა მეზობელმა.კარიერაც მაქვს და სიმდირე ,მაგრამ ჩემი შვილები ფასი არ არსებობს ამ ქვეყანაზე.ვითომ ფილოსოფოსებო არჩევანში აბორტს გულისხობთ???????
20:33 / 26-05-2016
გამოხმაურება / 0 /
სინამდვილე
ვინც ამბობს რომ შვილი არ უნდა და მას ეუბნები თუ არ გინდა არ მოგეცესო ეს წყევლა არ არი.თუ კი არ უნდა ნუ მიეცეს.და ვისაც უნდა მიეცეს ბევრი.და საერთოდ იტყუებიან უშვილო ქალები რომ ვითომ შვილი არ უნდოდათ.მელა ვერ შესწვდა ძეხვსაო პარასკევია დღესაო.ყველა ქალს უნდა შვილი და ქმარიც.(არ ვგულისხმობ მეძავეებს)ხოლო თუ არ გაუმართლა ეს სხვა საკითხია.
19:22 / 26-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ფსიქოლოგ-ს
პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას,რომ ვეთანხმები ნინო ჩოგოვაძეს,მე მიმაჩნია,რომ ქალს აქვს უფლება აირჩიოს,რომელი უფრო მნიშვნელოვანია მისთვის,ოჯახი,თუ კარიერული წინსვლა და სხვათა შორის, რაფაელა სწორად ფიქრობს,როცა ამბობს,რომ ,,ნახევრად დედობა" არ სურდა,ანუ,ზუსტად იცოდა,რომ ორივეს ვერ შეუთავსებდა ერთმანეთს,ამიტომ აირჩია კარიერა.. რა არის აქ გაუგებარი და საკამათო? და კიდევ მეორე,არ გრცხვენიათ,რომ წყევლით ადამიანს და მასთან ერთად მისი კომენტარის მომწონებლებს? დიახ,მოვიწონე,მერე რა,შვილებიც მყავს და ოჯახიც მაქვს,მაგრამ ვთვლი,რომ ნინომ სიმართლე დაწერა! იქნებ გგონიათ,რომ ქალი,რომელიც გაავებული იწყევლება უკეთესი დედა იქნება,ვიდრე ნინო ან მე ვარ??? თქვენ რა,შვილი იმიტომ გინდთ,რომ ავადმყოფობის დროს მოგიაროთ? და იქნებ სხვა ქვეყანაში იცხოვროს თქვენმა შვილმა და ვერ შეძლოს ეს,ამიტომ ცუდი შვილი იქნება? მე თქვენს აზრებს ვეღარ შევცვლი უკვე და არც მაქვს ამის, არც უფლება და არც სურვილი,მაგრამ სხვებისთვის ჭკუის დარიგებას კი, თავი დაანებეთ,მაშინ,როცა თავად გაქვთ რჩევები მოსაცემი,რამეთუ არ იცით,რომ, რამდენი ადამიანიცაა,იმდენი მიდგომა და მოსაზრებაა ერთი და იგივე საკითხის მიმართ! დაფიქრდით,ვიდრე რამეს დაწერთ...
18:27 / 26-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS