16 მაისი, 2016
ცნობილი სტიუარდესას, "ლარისა ივანოვნას" ტრაგიკული პირადი ცხოვრება - როგორ გადაიტანა მსახიობმა სამი ბავშვის დაღუპვა
საბჭოთა და რუსეთის ცნობილი მსახიობი, ელენა პროკლოვა, 1953 წლის 2 სექტემბერს დაიბადა. მომავალი მსახიობის მშობლები მასწავლებლად მუშაობდნენ, ბებია და ბაბუა მსახიობები ჰყავდა, შესაბამისად გოგონა შემოქმედი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა. 4 წლის ასაკში რიტმული ტანვარჯიშით იყო დაკავებული, 11 წლის უკვე სპორტის ოსტატი გახდა.

პროკლოვას სადებიუტო ფილმი, "რეკავენ, კარი გააღეთ" გახლავთ. ფილმმა ელენას აღიარება მოუტანა და საერთაშორისო პრემიაც მიიღო. ლენამ სხვა რეჟისორების ყურადღებაც მიიქცია და "თოვლის დედოფალში" გერდას როლი შეასრულა.

კიდევ რამდენიმე როლის განსახიერების შემდეგ, ელენას პროფესიული არჩევანის
გაკეთება მოუხდა, სპორტი მიატოვა, 9-10 კლასი ექსტერნად დაამთავრა და სკოლა-სტუდიაში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი სკოლის პერიოდის ნაადრევად დასრულების გამო ნანობს, სანაცვლოდ, სცენისა და კინოს წყალობით, საინტერესო და კაშკაშა ცხოვრება ხვდა წილად.

ელენა პროკლოვას მიერ განსახიერებულ უამრავ როლს შორის, ყველაზე დასამახსოვრებელი, გიორგი დანელიას ფილმში "მიმინო" , სტიუარდესას ეპიზოდური როლი გახლავთ. მსახიობი მთავარი გმირის, ოცნების გოგონად იქცა, ხოლო მისი მისამართით გაჟღერებული ფრაზა "ლარისა ივანოვნას თხოვეთ!" სავიზიტო ბარათი გახდა.

პირადი ცხოვრება

Актриса, телеведущая и просто красавица

პროკლოვა პირველად, საკმაოდ ადრე, 18 წლის ასაკში გათხოვდა. ცოლად რეჟისორსა და ჟურნალისტს, ვიტალი მელიკ-კარამოვს გაჰყვა. მასთან ქალიშვილი - არინა შეეძინა. წყვილი 5 წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდა.

მსახიობის მეორე ქმარი, ექიმი - ალექსანდრ დერიაბინი იყო. ლენამ ბედნიერება ვერც მასთან იპოვა და რამდენიმე წელში გაეყარა. როგორც პროკლოვა ჰყვება, წყვილის განშორების მიზეზი პირადი ტრაგედია გახდა. მათ მცირეწლოვანი ტყუპი შვილები ტრაგიკულად დაეღუპათ. ტრაგედიის დავიწყებაში სამსახური დაეხმარათ. მწუხარებამ მეუღლეებს შორის ურთიერთობა გააცივა, ამიტომ დაშორება არჩიეს. დღეს მშვიდობიან და კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

1984 წელს, ლენა მესამე ქმარს, სახელად ანდრეის შეხვდა, რომელიც მსახიობის ძმის მეგობარია. წყვილს ვაჟი შეეძინა, თუმცა ტრაგედია ამჯერადაც განმეორდა. ბიჭმა მხოლოდ ერთ კვირას იცოცხლა. ანდრეიმ და ელენამ ტრაგედია ერთად გადაიტანეს და ერთმანეთს არ დაშორდნენ.

Елена с любимым мужем
1994 წელს, წყვილს ქალიშვილი - პალინა გაუჩნდა. გოგონას ამქვეყნად მოსავლენად, ლენა მთელი ფეხმძიმობის პერიოდში საავადმყოფოში იწვა და დაახლოებით 700 ნემსის გაკეთება მოუხდა.

1995 წელს, მსახიობი გოგონას ბებია გახდა.

1999 წელს კი გამოუშვა წიგნი "საკუთარი თავის განსახიერება", სადაც არა მხოლოდ საკუთარ ბიოგრაფიაზე საუბრობს, არამედ ცხოვრებას განიხილავს.

ახალი საუკუნე
Успешная женщина
ელენა პროკლოვა კინოში 2001 წელს დაბრუნდა, რამდენიმე ფილმში ითამაშა. დღეს საკმაოდ ნაყოფიერი კავშირი აქვს ტელეარხებთან, მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ტელეპროექტში.

თავისუფალ დროს ელენა დაკავებულია - თევზაობით, ნადირობით, უვლის საკუთარ ბაღს. შესანიშნავი მზარეულია.

ნაოკო ვატანაბე

ბეჭდვა