05 მაისი, 2016
მილიონერ ვალერი მელაძის სახლები, სადაც მისი ყოფილი და ახლანდელი ცოლები და შვილები ცხოვრობენ
მას მერე, რაც ვალერი მელაძემ მრავალწლიანი ერთი შეხედვით მყარი ოჯახი დაანგრია, მისი უძრავ-მოძრავი ქონების ნაწილი მის ცოლს დარჩა, რომელთანაც მომღერლის სამი ქალიშვილი ცხოვრობს.

გარკვეულ თანხებთან ერთად, რომლებსაც მელაძე ყოველთვიურად ურიცხავს ყოფილ ცოლს, მას დაუტოვა ასევე უშველებელი სააგარაკე სახლი რუბლიოვკაზე, რომლის ღირებულებაც 2 მლნ დოლარამდეა. ასევე ირინას ერგო ბინა მოსკოვის ცენტრში. კიდევ ორი ბინა დაკეტილია – ისინი ვალერიმ თავის დროზე ქალიშვილებისთვის შეიძინა.

Rating

ეს ფოტოები სწორედ რუბლიოვკის მდიდრულ აგარაკზე და მოსკოვის პრესტიჟულ ბინაშია გადაღებული.

როგორც ცნობილია, მომღერალს
გარდა საკმაოდ სოლიდური ჰონორარებისა, წილები აქვს სამშენებლო და სარესტორნო ბიზნესებში და აქედანაც სოლიდური შემოსავალი აქვს.

ასე რომ, მისი ქონება არც ისე მცირეა. შესაბამისად, ვალერის იმდენი სახსრები სულ ჰქონდა, თავისი მრავალწლიანი საყვარლისთვის – ალბინა ჯანაბაევასთვის ბინაც შეეძინა და მისი ცხოვრებაც უზრუნველეყო. ამჟამად ვალერი ალბინასთან და ორ საერთო ვაჟთან – 11 წლის კოსტიასა და 2 წლის ლუკასთან ერთად ცხოვრობს მოსკოვთან ახლოს, სოფელ კოროვინოში 1 მლნ დოლარად ნაყიდ სახლში. იხილეთ ფოტოები

ბეჭდვა