05 მაისი, 2016
''ევროვიზია'' მორიგი სკანდალის მოლოდინში - ვინ იმღერებს შიშველი მგლებთან ერთად (+ფოტოები)
2016 წლის ევროვიზიაზე, ბელორუს მონაწილეს, უფლება მისცეს სცენაზე შიშველი, მგლების თანხლებით გამოვიდეს.

მომღერალ ალექსანდრ ივანოვის (სასცენო ფსევდონიმი - ივანი) გამოსვლას, პროდიუსერ ვიქტორ დრობიშის ჯგუფი ამზადებს.

"ევროვიზია 2016" საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორებმა, თავდაპირველად ბელორუს კონკურსანტს, სცენაზე მგლების აყვანაზე უარი უთხრეს, მომღერლის სიშიშვლეზე კი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ.

საბოლოოდ, ჟიური დათანხმდა ივანს, სცენაზე ველურ მგლებთან ერთად შიშველი გამოვიდეს.

"ევროვიზია 2016" ის ფინალი, სტოკჰოლმში 14 მაისს გაიმართება.

კონცერტს პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვლაყურს.

ნაოკო ვატანაბე

Rating
RatingRating
ბეჭდვა