04 მაისი, 2016
''ევროზვიზიაზე'' რუსეთს სერგეი ლაზარევი წარადგენს - რუსული პრესა მომღერლის არატრადიციულ ორიენტაციაზე წერს
რამდენიმე კვირის წინ, 33 წლის მომღერალმა, სერგეი ლაზარევმა, სანკ-პეტერბურგში, კონცერტის მსვლელობისას გონება დაკარგა, მიზეზად გადატვირთული გრაფიკი სახელდება.
2016 წელს ''ევროზივიაზე'', რუსეთს სწორედ სერგეი ლაზარევი წარადგენს. მომღერალი ცოტა ხნის წინ ისრაელში გაემგზავრა, სადაც ჯანმრთელობის კურსს გაივლის და პარალელურად ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსისთვის მოემზადება.

ლაზარევი, სიმღერით You are the only one - გამოვა.

მომღერლის ცხოვრების სკანდალურ დეტალებს გაგაცნობთ:

Rating
ვიდრე ლაზარევისა და ლერა კუდრიავცევას რომანი გახმაურდებოდა, სოციალურ ქსელში მომღერლის არატრადიციულ ორიენტაციაზე აქტიურად საუბრობდნენ. საკვირველია, რომ მანამდე სერგეის რომანებზე ცნობილი
არაფერი იყო. ერთ დროს ამბობდნენ, ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილზეა შეყვარებულიო, თუმცა პაპარაცებმა წყვილი ვერსად გამოიჭირა, შესაბამისად არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

ლერასთან რომანმა, პოპულარული მომღერლის არატრადიციულ ორიენტაციაზე საუბრები თითქოს შეამცირა, მაგრამ ხალხს კამერების წინ მდგომი შეყვარებული წყვილის რომანის მაინც არ სჯეროდა.


Rating


როცა ლერას მუცელი მოეშალა, წამყავნის დედამ აღიარა, რომ მისი ქალიშვილი ბავშვს ლაზარევისგან არ ელოდებოდა და შეუმდგარ სიძეს გეი უწოდა.

Rating

ამას თან მოჰყვა ოთარ კუშანაშვილის მტკიცება, რომ სერგეისა და ლერას, მხოლოდ შოპინგი და მეგობრობა აკავშირებდათ. ქსენია საბჩაკმა კი საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ ლაზარევი გეია.

სერგეის დიდხანს აწერდნენ დირექტორთან, მიხაილ დვორეცკისთან რომანს, რომელიც წარმატებული სოლო კარიერის მოწყობაში დაეხმარა.

Rating

ამასთან, დვორეცკის ლაზარევთან ერთად უამრავ ფოტოში შენიშნავთ, მაშინაც კი როცა მომღერალი ლერასთან ერთადაა.

ახლა მიხაილს სხვა პარტნიორი ჰყავს. დვორეცკი საკუთარ ორიენტაციას არასდროს უარყოფდა.
Rating
როგორც ამბობენ, საზღვარგარეთ რჩეულზე იქორწინა და მასთან ერთად გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას არც სოციალურ ქსელში ერიდება.

რაც შეეხება სერგეი ლაზარევის ამჟამინდელ ცხოვრებას - მომღერლის ბლოგზე, მეგობართან დიმიტრი კუზნეცოვთან ერთად გადაღებულ უამრავ ფოტოს წააწყდებით. ახლაგაზრდები თითქმის 3 წელია ერთმანეთს არ შორდებიან და ყველგან ერთად მოგზაურობენ.
Rating
მოკლედ, სერგეი ლაზარევის სკანდალური ცხოვრება, გამუდმებით ყურადღების ცენტრშია. მიუხედავად იმისა, რომ დანამდვილებით არავინ იცის, ვის უზიარებს მომღერალი საწოლს, არ ჰყავს ცოლი და შვილები, ფაქტია, რომ ნიჭიერია და მაგიური ქარიზმა აქვს, რაც მისი თაყვანისმცემლების რიცხვს სულ უფრო მეტად ზრდის.

Rating

''ევროვიზიაზე'' სერგეი ლაზარევს ერთ - ერთ ფავორიტად მიიჩნევენ, ამბობენ, რომ მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს. 

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სსსსსს
ჩვენი კოჩაროვი ხომ სულ კრამიტებს ამტვრევს......
16:10 / 07-05-2016
გამოხმაურება / 0 /
Gეორგია
ვაი შოუს დეგენერატები,ვითომ ქართველი შოუმენის,ღრუზინის კუშანაშვილის ჩათვლით ისევ უნდათ ევრომაყურებლის მოტყუება როგორ დუეტ ტატუს დროს სცადეს.ფიდარასტობის ელემენტით,ინტრიგის შექმნა სურთ,მაგრამ განვითარების დონე ვერ აქვთ ევრომაყურებლის დაინტერესებისათვის და კირკოროვის და იმ ბერძნის სიმღერებიც დიდი ხანია ევრომაყურებელში არ ფასობს
11:13 / 05-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS