02 მაისი, 2016
ტომ კრუზს ქალიშვილი სური წლებია, არ უნახავს
ბოლო დროს, მედია აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ ტომ კრუზს ქალიშვილი სური, რომელიც ქეით ჰოლმსისგან შეეძინა, უკვე წლებია არ უნახავს.

ალბათ ყველას ახსოვს, კრუზის დამოკიდებულება ქეითის მიმართ. ერთხელ მსახიობი, ამ სიყვარულის გამოსახატად, ოპრას ცნობილ შოუში, წამყვანის სავარძელზე დახტოდა, თუმცა აშკარაა, რომ ყველაფერი შეიცვალა და დღეს ყოფილ მეუღლეებს, მხოლოდ 10 წლის ქალიშვილი - სური აკავშირებთ.

ცნობილი წყვილი ერთმანეთს 2012 წელს დაშორდა. ყველას აინტერესებს რა მოხდა მათ შორის. წყაროების ცნობით, ტომი, ქეითი და სური ერთ ქალაქში ცხოვრობენ, თუმცა
კრუზს მათი ნახვა არ სურს.

უკვე ბოლო 3 წელია, მსახიობი ქალიშვილის დაბადების დღეს არ დასწრებია, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

ამბობენ, ქეითი კრუზს, საინტოლოგიური ეკლესიის მიმართ, რობოტული დამოკიდებულების გამო დაშორდა. მაგრამ მიზეზი, თუ რატომ არ ნახულობს კრუზი ქალიშვილს, არავინ იცის.

დაუჯერებელია, რომ მილიონერ ჰოლივუდელ მსახიობს, სადაც არ უნდა უწევდეს მუშაობა, ქალიშვილის მოსანახულებლად გადაფრენა გაუჭირდეს. აქედან გამომდინარე, სური რა თქმა უნდა, დედის მხარეს დაიჭერს.

ნაოკო ვატანაბე

ბეჭდვა