25 აპრილი, 2016
ალენ დელონის უკანონო შვილი, მამასთან კონფლიქტის დეტალებზე ჰყვება - "მამაჩემი - მოსტრი, სასტიკი და უგულოა"
მიუხედავად იმისა, რომ არი ბულონი, მამის ასლია, დელონი მას არ აღიარებს.

არი ბულონი, ალენ დელონის დედის სახლში გაიზარდა და დელონის მამინაცვლის გვარს ატარებს. მიუხედავად მამის ძალიან დიდი მსგავსებისა, ალენი შვილთან რაიმე ნათესაურ კავშირს დღემდე არ აღიარებს.

ჟურნალთან "ისტორიის ქარავანი" ინტერვიუში, დელონის ვაჟი ღიად საუბრობს მამასთან კონფლიქტის შესახებ.

"მამაჩემი ნამდვილი მონსტრია, დაუნდობელი და უგულო ადამიანი. იცით მსგავსი უკანონო შვილები, როგორიც მე ვარ, რამდენი ჰყავს? ისინი უბრალოდ დუმან, აი მე კი ამაზე გაჩუმებას არ ვაპირებ..

მამისგან უარყოფის
მიზეზი ის არის, რომ წარსულის გახსენება არ სურს - რაც ჩემს პირად ტრაგედიას მოიცავს" - აღიარებს არი.

მისი დელონთან შეხვედრა, თითებზეა ჩამოსათვლელი. მაგალითად, როცა ალენის მამინაცვალი - პოლ ბულონი გარდაიცვალა, დაკრძალვაზე მივიდა. ტაძარში მამა-შვილი გვერდიგვერდ იდგნენ და თითქოს ერთმანეთს ვერც ამჩნევდნენ. შემდეგ დელონი არის კარში შეეჩეხა და უახლოეს მეტროსთან მიყვანა შესთავაზა.

"მისი ბზინვარე BMW-ით, გზა უხმოდ გავიარეთ. მეტროს შესასვლელთან გაჩერებისას, მხარზე ხელი დამადო და მითხრა: "დაიმახსოვრე, ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ მეგობარი ხარ. და რას გეტყვი მეგობარო: შენ ჩემი თვალები, ჩემი თმა არ გაქვს. ჩემი შვილი არ ხარ და ვერასდროს იქნები. დედაშენთან მხოლოდ ერთხელ ვიწექი".
Выступление группы Velvet Underground в Нью-Йорке, 1966 г.

მანქანიდან გადმოსვლისას, არიმ მამა მოიშორა და შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა: "კარგი, ალენ, ე.ი. მეგობარი ხარ. როგორც იტყვი".

"ის, რომ დელონის შვილები იტანჯებიან და ''ბასრი დანის ქვეშ გავლა'' უწევთ, ეს მხოლოდ მისი დანაშაულია. ჩვენი სიყვარული მას არასდროს შეეძლო, და საერთოდაც, დარწმუნებული არ ვარ, თუ მსგავსი გრძნობის განცდა შეუძლია" - ფიქრობს ბულონი.

მატასი ცხომელიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ნინი
სესაზლოა მარტლა სვილი იყოს, მაგრამ მარტო გარეგნობაზე დაყრდნობიტ ვერ იტყვი, ჩემი ყოფილი ქმარი ისე გავს ალენს,ვერანაირად ვერ გაასხვავებ, მხოლოდ დაბალია უფრო და ცხვირი ბოლოში მომრგვალებული არ აქვს,მაგრამ რომ შეხედავ დაკვირვებაც არ ჭირდება ზუსტად ალენია რა, განსაკუტრებიტ სურატებში.
21:16 / 05-05-2016
გამოხმაურება / 0 /
222
არადა ასლია დელონის. მიდი და ნუ აღიარებ.. დაჟე მამამისს სჯობს.
09:39 / 03-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო
მაგარი ყოფილა დელონიც თუ უსიყვარულოდ ამდენ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა,მარტო ქონება და ცხოვრება არ სჭირდება, ძალიან ბევრს ნიშნავს მამისგან მისი აღიარება,როგორც შვილის....
22:12 / 01-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნამცეცა
ალენ დელონზე ისეთი შეტევაა, თავისი ცნობილი გამონათქვამების შემდეგ, რომ აღარ მიკვირს მისი კანონიერი თუ უკანონო შვილების უმადური გამონათქვამების (რას იზამ, ყველას უნდა პოპულარობა, თუნდაც ისეთი ,,მონსტრი მამის” ხარჯზე, როგორც დელონია), რამდენიც არ უნდა ასხან ლაფი, ალენ დელონი მაინც იმ კაცად დარჩა, რომელმაც არ თქვა, რომ შავი თეთრია.
12:08 / 01-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ელლ
აიწყოს ცხოვრება )) აუფ მამამ თუ არ აღიარა დიდი ამბავი, რას წკმუტუნებს, თვალი არ აკლია და ატანი. მამაის მადლობა უთხრას ამისთანა გარეგნობა აჩუქა
10:50 / 30-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS