23 აპრილი, 2016
საბჭოთა კინოს ყველაზე სასურველი მსახიობის, ანდრეი მირონოვის ვნებებით სავსე ცხოვრება და ტრაგიკული სიკვდილი
ანდრეი მირონოვი, მისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახლდათ. მან 60-ზე მეტი პერსონაჟი შექმნა, ხოლო ფილმში "12 სკამი", განსახიერებული ოსტაპ ბენდერის როლი კი კლასიკად იქცა.

ანდრეი მირონოვი, ცნობილი მსახიობების, მარია მირონოვასა და ალექსანდრე მენაკერის ოჯახში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი 7 მარტს მოევლინა ქვეყანას, მშობლებმა მისი დაბადების მოწმობაში 1941 წლის 8 მარტი მიუთითეს.

ანდრეი თითქმის თეატრის სცენაზე დაიბადა, მარიას მშობიარობა სპექტაკლის მსვლელობისას დაეწყო.
მალე მეორე მსოფლიო ომიც დაწიყო და მშობლები საცხოვრებლად ტაშკენტში გადავიდნენ, სადაც ანდრეის
ადრეულ ასაკმდე მოუწია ცხოვრება.

ომის დასრულების შემდეგ, ოჯახი მოსკოვში დაბრუნდა. ანდრეი სკოლაში წავიდა, გარკვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად კი გადაწყვიტეს ბიჭისთვის გვარი შეეცვალათ და მენაკერი, მირონოვი გახდა.

მირონოვს უღრუბლო ბავშვობა ჰქონდა. სკოლაში ავტორიტეტით სარგებლობდა.

ზაფხულობით ოჯახი გარეუბანში ისვენებდა, სადაც მსახიობების დასასვენებელი სახლი იყო. ხელოვანი ხალხის გარემოცვაში ანდრეი თავს ბედნიერად გრძნობდა და თავადაც შემოქმედ და არტისულ ადამიანად ჩამოყალიბდა.

1958 წელს შუკინის თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. საინტერესოა, რომ შესარჩევი კომისიის წევრებმა არ იცოდნენ, ვისი შვილი იდგა მათ წინაშე.

პირადი ცხოვრება

ანდრეი მირონოვს ცხოვრებაში უამრავი რომანი ჰქონდა, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს. ქალები ხომ აღმერთებდნენ მას. ქალები ანდრეისაც უყვარდა.

1971 წელს მსახიობმა, ცოლად შეირთო ეკატერინა გრადოვა, რომელიც ტელემაყურებელს "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვებიდან", კეტის როლით დაამახსოვრდა. ქორწინებაში წყვილს ქალიშვილი მარია შეეძინა, თუმცა 3 წლის შემდეგ დაშორდნენ.

მირონოვის მეორე ცოლი საბჭოთა ჯარის თეატრის მსახიობი - ლარისა გალუბკინა გახდა. ანდრეიმ გალუბკინა ცოლობაზე მხოლოდ 10 წლის შემდეგ დაითანხმა, მანამდე მსახიობი, განუწყვეტლივ, თუმცა უშედეგოდ სთავაზობდა ცოლობას.

1976 წელს ანდრეიმ და ლარისამ იქორწინეს. მირონოვმა ლარისას ქალიშვილი იშვილა, ცნობილი როგორც მსახიობი - მარია გალუბკინა. მსახიობის ორივე ქალიშვილი, მშობლების კვალს გაჰყვნენ და ასევე ცნობილი მსახიობები გახდნენ.

როგორ გარდაიცვალა ანდრეი მირონოვი

ანდრეი მირონოვის დაავადების პირველი ნიშნები 70-იან წლებში გახდა აშკარა. 1978 წელს, როცა მსახიობი ტაშკენტში, გასტროლზე იმყოფებოდა, პირველად დაემართა სისხლდენა. ექიმებმა მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა რამდენიმე თვეში მან დაავადება გადალახა და სცენაზეც გამოჩნდა.

80-იანი წლები, მსახიობისთვის გაცილებით რთული გამოდგა. მთელს სხეულზე ფურუნკულები გაუჩნდა და საშინელი ტკივილები სტანჯავდა. მხოლოდ რთული ოპერაციის გადატანამ უშველა, რის შემდეგაც სცენას კვლავ დაუბრუნდა. ანდრეი მირონოვის მიერ განსახიერებული ყველა როლი დაუვიწყარი გახდა, თუმცა ფილმმა "ბრილიანტის ხელი" დაუჯერებელი წარმატება მოუტანა.

1987 წლის 14 აგვისტოს, მირონოვმა უკანასკნელი როლი შეასრულა. ეს მოხდა რიგაში, "ფიგაროს ქორწინებიდან" მონოლოგის წაკითხვამდე ერთი საათით ადრე. ექიმები ორი დღის განმავლობაში ცდილობნენ მსახიობის სიცოცხლის შენარჩუნებას. მაგრამ 16 აგვისტოს, ანდრეი მეორე სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ლალი
ეკტერინე გრადოვას 1974 წელს დაშორდა... 1976 წელს ლარისა გოლუბკინაზე დაქორწინდა,ტქვენ კი წერთ გალუბკინა 10 წლის მერე დაიტანხმა ცოლობაზეო...ელემენტალური არითმეტიკის ცოდნაა საჭირო...
20:31 / 09-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ბრრ
ქ-ნო ვატანაბე, სავარაუდოდ თქვენი ფსევდონიმია, სამარცხვინოა ასეთი სტატიებსი წერა, ამას მესამე კლასელი თუ დაწერს! ცოტა მეტი უნდა იკითხოთ და წერაც უნდა ისწავლოთ!
20:00 / 09-09-2017
გამოხმაურება / 0 /
გიგო
თეატრი საბჭოთა არმიის სახელობისაა და არა ჯარის. ეს რა უბედურებაა!
16:50 / 05-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS